↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი ჭადარი

ჩიქოვანი სიმონ

2007-04-131 წთ საკითხავი3256 ნახვა

—
ჭადრის გაშლილი ჩერო სად არი,ოქროს ჩარდახს რომ ადრე ფარავდა?რამ დააბერა აგრე ჭადარი,ან აგრე როგორ დაპატარავდა?
ვწუხვარ და მინდა წყალი ვუბოძო,მერქანს ვეკვრი და ვემარტოვები,გვალვით დამსკდარა ქერქი უკორძოდა გაძარცულან ჭადრის რტოები.
ბუნებამ შექმნა თვისი წესები,სიბერეს წელში მოხვრა სჩვევია.მაგრამ ფესსვები, ჭადრის ფესვები,ჩემს სიჭაბუკეს შემოხვევია.
1957 წელი, ქუთაისი
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი