პოეზია · ლირიკა
ხუმრობა მეორე
შენი სხეულიგათლილია როგორც კრისტალი,შენი ფეხები ხეებია მარმარილოზე.ეგებ შენ იყავ კრიტიკოსზე უფრო მართალი,როცა მითხარი: სასაცილო ხართ სასაცილოზე.მემომცრო ტანის, შეჩვეული მხოლოდ სიტლანქესვეღარ ვახერხებ ცეკვასა და დაკვრას ძვლებიდანსჯობდა მგოსნობას, ვყოფილიყავ ქვეყნად აქლემიშენი წაყვანა ზურგით მაინც შემეძლებოდა.
1928 წელი