პოეზია · ლირიკა
ჯილდო
საქართველო აჯილდოებსგანა მხოლოდ შვილს და პოეტს, _აჭარაში გადარჩენილქართულ სიტყვას აჯილდოებს.
უხარია ხიხან-სხალთისფიქრებს, სევდად დანატოვებს,გაღვიძებულ დანდალოშიგანედლებულ ვაზის რტოებს.
გონიოში ბებერ კედლებსფრთას ზღვაური დაატოლებს,ამღერება მოუნდებასამასი წლის სიმარტოვეს.
სინაზეზე ნაზად დედაალერსს ჩამიიადონებს,ახალ ნანას გამაგონებს,კვლავ სიყვარულს შთამაგონებს.
დღეს ჭოროხი კახაბერშიჯავრის ზვირთებს დაიმდორებს,გადარჩენილ მის სიმღერასსაქართველო აჯილდოებს.