↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯავახელი

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52770 ნახვა

—

არჩილ ქამადაძეს

ბევრი იზომავს დღეს ჯავახლობას,შენზე კი დავა არ აქვს სამართალს, _მამულს გული რომ არ დალახვროდა,აქ ოთხას ოჯახს ჰყავხარ მამადა.
განა მშიშარა, დუნე, ყოყმანა? _ნდობის და `ტკბილად მოუბრის~ დონისენით იყოლე მოძულე მოყვრადდა ხშირად იგებ ომს არა ომით.
შენ აჭარისგან ფიცად ატარებ _მოუარო ერს და სახელმწიფოს,რომ `გენაცვალემ~ და `ცავადტანემ~პურის თავთავი ერთად ამწიფოს.და, ვინც სამშობლოს ამშვენებს შენებრ,თან გულის გულში ჯვარზე განაკარრწმენით ქვეყანას თვისას აშენებს,განა სალოცავ წმინდანს არა ჰგავს?!
შენ რომ ხნავ, იცი შენია ისევნათესი შენი, მღელვარე ზღვისებრ, _შენი სახნისი თუ ისახნისებს,შენი მიწა თავს არ გაისხვისებს.
მყავდე ძმავ, ამ მზის და მიწის ყადრად,გარეშე ბოღმა _ სიძულვილების,რომ მესხ-ჯავახურ სიძველის მადლმაკვლავ იმადლოს... და არ დავილევით!
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი