პოეზია · ლირიკა
ლოტოსის ზანზალაკი
გასუქებულა ჩემი ძველი შეყვარებული,ერთი შეხედეთ:სავსე მთვარეს დამსგავსებია!როგორ უხდებაროგორ შვენისდა ალამაზებსათქვირებული, ატეხილი ხორცის თახთახი.როგორი ურცხვად იფურჩქნება საკუთარ თავში -როგორც ლოტოსი,ჭაობიდან ამოყვინთული,საყოველთაო სიშავეში თეთრად მფეთქავი.
როგორ მიყვარდა ჩემი ძველი შეყვარებული,ხილულ-უხილავს შორისუხმოდ დავბარბაცებდი,ჩემს თავს შიგნიდან ვაწყდებოდი გალიასავით,კრთებოდა სულიდა ხორცის გარსს აზანზარებდა.და მთელი ღამე წკრიალებდნენ ზანზალაკები...
ღმერთო, დალოცე ჩემი ძველი შეყვარებული,მეტად და მეტად გაასუქე, გააფუფუნე,ნაპირებიდან გადატყორცნე, გადაიყვანეუყურადღებოდ დარჩენილი პურის ცომივით,რომ არასოდეს არ ივარგოს გამოსაცხობადცომადვე დარჩეს, სათანადოდ მოუზელავი.
მე ხომ მოვზელდი,წამით თავს არ დავანებებდიდა ნაზუქივით ჩავაკრავდი ვნების თონეში.
ღმერთო, დალოცე ჩემი ძველი შეყვარებული...ის ლოტოსი - ჭაობიდან ამოყვინთული,საყოველთაო სიშავეში თეთრად მფეთქავი,ახლა ასე უიმედოდ გასუქებული,კიდევ უფრო გაასუქე,დაამახინჯე,რომ არცერთ კაცს არასოდეს აღარ მოუნდესმისი შეხედვა, ხელისხლება, კოცნა, ალერსი,ათასი წელი სამყაროში ახეტიალე,მარადის ვნებადაუმცხრალი, ტანატეხილი,რომ ვნებისაგან ჟღრიალებდეს,როგორც ლოტოსისზანზალაკი _დროზე ადრე გაფუებული,ვარცლის პირიდან გადმოსულიცომისაგან გამოძერწილი...