↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პენელოპას დაბრუნება

ლობჟანიძე გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი2489 ნახვა

—
აქ ყველაფერი პირიქით ხდება:პენელოპე ბრუნდება სახლში,საკუთარ ნაქსოვს მოსდევსმდედრი ობობასავით,თავის მუცლიდან გამომავალ გზებსქსელ-ქსელ ხლართავსდა წინ მოიწევს,ერთადერთი ოდისევსისკენ,რომელიც უკვეამდენი ხანიზღვაში გასულადა თავისი ამბავი აქვსგამოჩარხული...ხოლო ის - ქალი -აქტიური პენელოპეა,ქსოვს და ნაქსოვში გვირისტდებაობობასავით,ნახელავი კი, რომლისთვისაცცისფერს იყენებს,ზღვის წყალივით ეფინებამთელ დედამიწას,ტალღებივით ექოჩრება მოლოდინები.თუმცა:რატომ "ვით"? -ეს ნაქსოვინამდვილი ზღვაა,რომელსაც ეულ პენელოპესცრემლი ამლაშებს...იტირებს...მოქსოვს...ზღვის ბოლოს კიოდისევსია.მივა დაფერხთითქსოვით დაღლილმუცელს ჩაუშლის;ეტყვის:ნაქსოვს გამოვყევი,მის მთავარ ნაყშადშენ ჩაგაქსოვე.და რაკი მეაქტიური პენელოპე ვარ,თვითონ მოვედი...ეს ქსელია ჩვენიშვილები...
ლობჟანიძე გიორგი

ლობჟანიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი