პოეზია · ლირიკა
სიჩუმის წინ
გიცდი და ვიცი, ეს მოლოდინიგადამექცევა ყულფად თუ თოკად,მე დუმილმა მშვა, როგორც მგლის ლეკვი,და ახლა მგლური ალერსით მლოკავს.ალბათ, არც მე ვარ ასე მართალიდა ეს დუმილიც ბინძურად ტყუის,მანამდე, ვიდრე ფეხზე ბარბაცითწამოვდგები და გავაბამ ყმუილს.ვიყმუვლებ, _ ბედმა კვლავ სიყვარულიყელში ბურთივით თუ არ ჩამჩარა, _რომ დავამსხვრიო ღრუბლების ფარდითჩამობურული ზეცის ფანჯარა;თორემ დუმილი მგელივით ბორგავს _თავისი თავით წელგაზნექილი _მაწვდის ხმაურის ძუძუს, რომელსაცვებღაუჭები უძლურ ლეკვივით,ვდგავართ ორივე სიმშვიდის ზღვარზე,ვინ ვის დასჯაბნის _მე დავძლევ, თუ ის...და მგლის ლეკვი ვარ, რომელიც მტკივანკბილებით ძლივსღა იკავებს ყმუილს.