↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომის პირველი დღე

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24058 ნახვა

—
დიდი ხნის მერე: დღისით ან ღამით,სულ ერთი წუთით ან ერთი წამით,გაგვახსენდება მთელი სიცხადით,რასაც ვაქებდით ანდა ვკიცხავდით.წამოგვეწევა ჩამქრალ კოცონთან,რაც არ მოგვწონდა ანდა მოგვწონდა,რასაც ვეძებდით ანდა ვკარგავდითდა რასაც ვგავდით ანდა არ ვგავდით.მე მეშინია იმ ერთი წამის,იმ ერთი წვეთი თაფლის თუ შხამის,მაგრამ ცხოვრება, შლეგიც და მშვიდიც,ჯერ ისევ მიდის, მიდის და მიდის…1963წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი