↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შექსპირი

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24053 ნახვა

—
ფრთხილად ცხოვრება იწყება ასეაჰა დაიწყო და დღეის იქით,სისხლით და ცრემლითგაჟღენთილ გზაზე,შენს წაქცევასაც ეცდება იგი.
ფრთხილად! სუსტია ადამიანი,მალე ერევა შური და ღვარძლიდა არ დაგითმობს მაინც მთლიანადშენთვის განკუთვნილ დროსა და მანძილს.
ფრთხილად! დამალე შიშიც და ზიზღიცდა გატრიალდი...ან რაღაც უცდი,თუკი არ გინდა, რომ კავის სისხლზედაგისხლტეს ფეხი, ჯერ კიდევ სუსტი.
ხედავ? სინათლე ძლივსღა ციმციმებს,ხოლო ვეება ლანდი იუდასაწვება ქალაქს რკინის სიმძიმით,რკინის სიცივით და სიჯიუტით.1964წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი