პოეზია · ლირიკა
შეხვედრა
სარკმელში ღამის მხრები ელავენ,პალტო ჩრდილივით აგდია კართან,ის კი მეასედ ყვება ყველაფრს,ძველსა თუ ახალს,ტყუილს თუ მართლს.
გაღიმებული უყურებს ქალიდა ეფერება საკუთარ ხალათსდა ამოუხსნელ ბუნების ძალითბედნიერების ნახევრას მალავს.
კაცი კი ჰყვება და რასაც ჰყვებასხვა ვერ გაიგებს იმ ორის გარდა,ის ჰყვება პირველყოფილი ვნებითდა გულწრფელია საკუთარ თავთან.
სამყაროსთანაც. და ამის გამო,თავზე მოხვეულ თვისებებს კარგავს,თვალებში მშვიდად უყურებს ღამესდა როგორც ცოცხალს-უყურებს საგანს.
ხოლო საგნების უძრავი კასტა,ღალატობს თავის წესს და ბუნებასდა ეწირება მათ გულწრფელ განცდას,როგორც ყველაზე ძლიერ ცდუნებას.
ისინი წვანან,საწოლის თავთან,ფრინველის მსგავსი საათი ყვინთავს,სარკმელი მკერდით აკავებს ავდარს,სარკე ყველაფერს ირეკლავს მშვიდად.
ისინი წვანან და ქალის ხელიმიშვებულ ნიჩაბს თუ ფრინველს ბაძავს,ხოლო ოთახში ნახევრად ბნელადა ჰგავს ოთახი პატარა ტაძარს.
დე იყოს ასე. დე ერთი ღამემოსვენებული ჰყავდეთ გონებადა ვერ ამჩნევდნენ, რომ ყველა წამიუფრო ნათელს ხდის მათ განშორებას,
რომ სიხარულსაც გაუდის ვადა,რომ სიხარულიც ძაფით აბიადა რომ ათასგვარ სიძნელის გარდა,არსებობს მკაცრი გეოგრაფიაც.
არსებობს ბოძი,მავთული,ხნული...არსებობს თვალი,სმენა და ენა...მაგრამ არსებობს უსაზღვრო გულიც,უსაზღვრო ნდობაც,უსაზღვრო რწმენაც.
და ამის გამო,ამ ქვეყნის შლამიწყალს მიაქვს მათი ალერსის ფასადდა იყურება სარკელში ღამე,ცერებზე შემდგარ მოზარდის მსგავსად.1967წ