პოეზია · ლირიკა
ჩემს ძმას
დაიმახსოვრებს ვინმე ზეპირად,არ მოედება შენს ფიქრს ბალახი,თუ სიყვარულმა აგაღებინახელში კალამი - ვით იარაღი.
აზრი არა აქვს წუწუნს და ჩივილს,ფრთას - ვინც გაჩუქა -ის შეგჭრის მხოლოდ,მხოლოდ ტკივილი დაგიცხრობს ტკივილს,ერთ ფესვი აქვს კეთილს და ბოროტს.
მაშ, რაღას დარდობ?! ჯერ ღვთის წყალობითხედავ და გესმის ისევ და ისეგაფორიაქებს ჩიტის გალობადა მზე ხვითქივით გადაგდის პირზე.
არ დაელოდო არასადროს წერტილს,და არა ბედის - მრწამსის დამჯერიელტვოდე, რადგან სიცოცხლეს შენთვისარც ჯილდო ჰქვია და არც სასჯელი...
1976