პოეზია · ლირიკა
* * * მარინა! მაგრამ როგორ გამიგებ
მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.ქუჩებში ქარი დგას და არიგებსუჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.
აქ იყო თოვლი და როგორც ვალიჩემს მხრებზე იწვა მთელი სიმძიმითდა შეუმჩნევლად მიღლიდა თვალებსთეთრი სანთლების ცივი ციმციმი.
ყოველდღე თოვდა და თოვლი ქუჩებსიმედებივით ართმევდა ფერებსდა ყველაფერი გადაწყდა უცებ,სულ უმნიშვნელო ყოყმანის მერე.
ის თოვლი ჰგავდა დაქანცულ ლტოლვილსდა სიბერეზე გადაკრულ სიტყვას.ძალიან დიდხანს გაგრძელდა თოვლი,ძალიან დიდხანს, ძალიან დიდხანს.
მარინა! მაგრამ შორს იყავ მაშინდა დილით, როცა ფანჯრებს ვაღებდი,მოჩანდა, როგორ მოჰქონდათ ბავშვებსთოვლის ბრჭყვიალა ბაირაღები.
ძალიან ბევრი, ძალიან ბევრიბაირაღები მოჰქონდათ ბავშვებს.მე კიდევ მთვლიდნენ ოჯახის წევრად,მე კი ქუჩებში ვეძებდი საშველს.
და თოვლს მიჰყავდა ყინვის აღვირითჩვენი ქუჩები, როგორც ცხენები.მარინა! შენი ძებნით დაღლილივწვებოდი თოვლში და გიხსენებდი.
მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.ქუჩებში ქარი დგას და არიგებსუჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.
1960