↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40783 ნახვა

—
„.. რატომ მაღვიძებ, მეგობარო?“მიქელანჯელო
კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქითსარკმელიც, სულიც... კვლავ ქრება შუქიდა კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით
მაგრამ რას ნიშნავს ჩემი და სხვისი,უკანასკნელი ანდა პირველი,თუ შენი ხილვის ვერ გავხდი ღირსიმე - მშობიარე ქვების მხილველი?!
ვის რაში უნდა სიცოცხლე ქვათა,მზის საჭრეთელი და მთვარის გრდემლი,თუ გადამლახავს ბობოქარ ზღვათა,ბოლო ჩემივე დამახრჩობს ცრემლი?!
და კვლავაც ბეჭდავს წყვდიადის ლუქისულსა და სარკმელს... კვლავ ქრება შუქიცდა კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით.
1980
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი