პოეზია · ლირიკა
* * * იყო დრო, როცა სხვები გარბოდნენ
იყო დრო, როცა სხვები გარბოდნენ,მე კი, კვლავ ვზელდი მონობის თიხას...დღეს ძილში ვიღა წამოაბოდებსჩემს სახელს, ფიქრი გავანდო ვიღას...
და აი, ჩემი ფოთოლიც ცვივა,ჩემს ნაკვალევსაც შლის ზამთრის ქარი.იმქვეყნიური სიცივით მცივა,ისევ შენ უნდა გამიღო კარი.
არც თავში ცემით და არც კივილითარ შეიცვლება ქვეყნის იერი,ხელში შეგრჩება სიცარიელედა კიდევ უფრო დიდი ტკივილი.
ჩემს გულში უკვე მკვდარი ზღვა ღელავს,ჩემს ფიქრში ყალბი გრუხუნებს მეხი...ახია? მაგრამ ასეა ყველა,ვისაც ამქვეყნად მოუცდა ფეხი.
2001