პოეზია · ლირიკა
აგონია
დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.
იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლიწარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდაგავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.
ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს,მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს,ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელსდა ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.
წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომსვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმადა გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტოდა კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა.
დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარდა ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას,ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა,ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვასდა ისევ ფიქრი, სხვების ნაცვლად ტკივილის განცდა,ტარება უცხო სიზმრებიდან სხვათა გმირების,ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა,უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები.
მტერივით ვებრძვი ჩემს ოთახში გამომშრალ ჰაერსვუკაწრავ მუცელს შხამიანი ფრაზების დაშნით,შურისძიებით გონდაკარგულს მოვგავარ ლაერტსდა სიკვდილივით მე დედოფლის ბაგეზე დავშრი.
მივაწყდი სარკმელს, წავიკითხე ვარსკვლავთა ქვებიგარდაცვლილ მზეთა სასაფლაოს მოჰგავდა ზეცადა გამითეთრდა ერთ ღამეში შიშისგან თმებიდა იმ წამივით კვლავ სარკეში ჩახედვის შემრცხვა.