↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არაფერი, ისე უბრალოდ

ზანგური გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი16360 ნახვა

—
ბევრს ვეწევი ძალიან,თითქმის კოლოფნახევარს,ღამ-ღამობით მახველებს,უძილობაც დამჩემდა.სულ ნერვების ბრალია,რომ ლექსების დახევასსაზეიმოდ ვაპირებ,ჩემი სახლის ფანჯრებთან.შევიძულე სტუმრობა,მეგობრული გარემო,ეს ტყუილი გრძნობებიცარიელი ქალების.`დამავიწყდა ხუმრობაჩემო, ჩემიანებო!~და მიხურვა დავიწყეყველას ცხვირწინ კარების.მარტოობა კარგია _შენ რომ ხარ და კიდევ შენ,ეგოიზმს რომ გაცდებიდა იმაზე მეტი ხარ.სიყვარული დარგიაესთეტიკის კიდეში,შენ ამ მეცნიერებისწაკითხული გვერდი ხარ.ტყუილებით გავსებენ,შენ ყველასთან რიდით ხარ.ყველა ზურგი დამშვენდაიდეების ხურჯინით.ხედავ მათთან მსგავსებას,მათ ფეხებზე ჰკიდიხარ,ტილოს დაგატარებენთმაგაბურძგნილ ფუნჯივით.
არაფერი, უბრალოდყველაფერი მომბეზრდა.ჩემთან ურთიერთობასუკვე ერიდებიან,ჩემი ლექსიც უკვალოდიკარგება ორკესტრთან,ვგრძნობ, რომ სიყმაწვილეშიმალე მიბერდებიან...არა! მიყვარს აპრილი,სკდომა იასამანის,ჰორიზონტის სიშორე _საუფლო აგარაკი,ზღვა თვალტალღადახრილი,მზის საღამოსაბანი,ცისთვის შემონახულისტრიქონების მარაგი.მიყვარს ლამაზ ქალწულთაჩამოშლილი დალალი,ძმაკაცობის ყვირილიჩახლეჩილი ბგერებით.და მგონია ამ წუთასდედამიწაც არ არისამ ქართული გრიგალისსუნთქვის შემაჩერები.ბევრს ვეწევი ძალიან,თითქმის კოლოფნახევარს,ღამ-ღამობით მახველებს,უძილობაც დამჩემდა.სულ სიმთვრალის ბრალია,რომ ლექსების დახევასსაზეიმოდ ვცდილობდი,ჩემი სახლის ფანჯრებთან.
21 აპრილი 2004 წ.
ზანგური გიორგი

ზანგური გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი