↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოცანა

ზანგური გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი16358 ნახვა

—
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთანდა უკანონო ეყოლა კვირტი,ჭერამი იცმევს პერანგს ყვავილთა,ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა;მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი,მზემ ხელისგულზე შინდი დაისვა,თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილიდა ბაღმა ჩუმად გაიმაისა..._ გაზაფხულია!10 მაისი 2003 წ.
ზანგური გიორგი

ზანგური გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი