პოეზია · ლირიკა
აი, ამ ქალაქში
აი, ამ ქალაქში... ამ ქალაქშიისე აჭერ ჩემს სხეულს ტერფებს,თითქოს გინდა ისევ მოგერგობავშვობაში აჩემებული ფეხსაცმელივით...და ეს ქუჩები ტანს ისე მკაწრავს,როგორც იაფფასიანი სასტუმროსდაუშურებელი სიბეჯითით გახამებული ზეწრები.აი ამ ქალაქშიშენი გემოდაკარგული ტუჩებისხანდაზმული გაზაფხულიუადგილო ხუმრობას მაგონებს...და როცა სხვაგანყოფნით დაღლილი სხეულისშემოჯახუნებას ვიგრძნობ,თავდაცვის ინსტიქტისუსხში ჩურჩხელასავით ამომავლებს,ჩემი სხეულის მოძრაობის ტრაექტორია:- მარცხნივ, კედლისკენ!სიზმარში მაინც მომიპოვე(მეც ხომ სიზმრის ოხშივარი ამდის)? ? ?და ამიტომაც,აღარ მეწვის ეს ქალაქიდა თანდათან,უნიჭოდ გაკორტნილიჩრდილდაკარგული ხეების ქვეშმოტკრციალე სიყალბეებისარდანახვა მეადვილება...
ამ ქალაქს სიყვარული ისე უქრებათითქოს ქვიშა გაბნეოდეს თითებიდან...და დამტვერილი თვალებით უკვირს,ასე ჭრილობაზემარილმოყრილივით რომ ვყვირიმ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ს.