პოეზია · ლირიკა
თუ
თუ ეს მიწაა, მაშინ ჩიტებსრატომ ვაბიჯებთ,თუ ცაა, რატომ ვიზრდით მუცლებსდასამძიმებლად,შუბლზე ვინიშნავთმაჯისცემის არეულ ნაბიჯს,ვალსის რიტმივით,სადაც უნდა, იქით წაგიღებს;იქ, სადაც, მიწა სახადივითგადამდებია,ვთამაშობთ ოჯახს,უნებლიე ბავშვის გაჩენით,(ხელბურთის მსგავსად)დაჭერიდან გადაგდებამდე...ვისი ჯერია?!ნაკლებია შანსი დარჩენისასე გულღია ჭრილობასთან,დროს რომ აჩერებს,და გიჭირს ვინმეს მისამართითთითის გაშვერა.
თუ ეს სახლია,მაშინ რატომ არა მყავს დედა,ყოველ დილით რომ მოჭრილ ფეხზეცივ წყალს მასხამდათან ლოცვასავით ბუტბუტებდაერთ სიტყვას - ,,ნეტავ”და ისტერიულ ნაბიჯებით...ვიდრე, გაცლამდე.მამა კი, ფანქრის ერთი მოსმით,(კედლის პროფილი),იაფფასიან ქაღალდიდანთვალებს აცეცებს,მის დანახვაზე მახსენდებასიტყვა ,,ყოფილი”და ზამთრის ჩიტი, ჩამომჯდარიპურის ნამცეცთან.არ ღირს ტარებად,თვალებთან რომ, თითქოს, დაგექცა,წყალი, რომელიც ატკიებულგულთან მიგქონდა,ან ეს უდროო ჰორიზონტიშუბლის დაღმართზე...უნებართვოდ რომ შეგისახლდადა შენც, დამარცხდი.