↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიზმრის ლექსი

დოლიძე თამთა

2026-07-182 წთ საკითხავი1369 ნახვა

—
როცა არ მცივა, იშლებიან მხრები - კვირტები,(ჩვენი სათუო შეხვედრები),თვალები საზღვრებს გადმოდიან, ცისფრად ჟონავენჰაერში, სადაც შენ იშლები. ჩაკეტილი კარია სიტყვა,დღეს უნდა გითხრა,რატომ დავიწყე შუბლზე სიცივის და ნაოჭებისარშემჩნევა. რატომ თავიდანარ დავაბრუნე კადრი, რომელშიცჯერ კიდევ არ ხარ,ჯერ კიდევ მცივა და საკუთარ მხრებში ვიხრჩობი.
ახლა კი, ახლა გადახსნილი სულიდან ვაბნევსითბოს - უღონო ფეტვის მარცვალს.სული სულია, მაგნიტია და ყველა სიტყვასიწოვს, აგროვებს, ნერვის ძაფზე თხილივით აცვამს.ტკბილია სული,ნუგბარივით, არასდროს გვყოფნის.
სასჯელი რაა, როცა ფიქრობ, რომ შეგიძლიახმის თუ ფიქრების ჩახლეჩამდე გენატრებოდესდა არ შეგეძლოს, არ გესმოდეს,რომ არც ერთ მიზანსარ შეუძლია თავის მართლება,გაღვიძებამდე გაღვიძების როცა გაქვს ნიჭიდა თვალებიდან გამოქცევის როცა გაქვს ნიჭიდა კედლებიდან გადმოქცევის ნიჭი რომ არ გაქვს.
ასეთი არის განაჩენი, როცა იცვლიანგზებს, ჭუჭყიანი საცვლებივით,შენ უნდა რეცხოდა გამდინარე წყალში ავლო,არ შეარჩინო ფეტვს ხორბალიდა ცოდვას ლოცვა.
მეტი რა გითხრა ?!სიზმრების მთიდან ჩამორეკილი,მერამდენედ დათვლილი ცხვარიტყეში გამექცა, (მერამდენედ),და ტყემ შეჭამა,ცხვარიც და ყველა ჩაძინების, გაქცევის წამი,და ჩვენს მოპარულ სიჩუმეში მურა დათვი გამოიზამთრებს.
ახლა ვდგავარ და თვალს და ხელს შუა გეზრდები, გითეთრდები,გიმარტივდები, ვმანძილდები და ვსივრციანობ,აღარ გეტევი ხელის გულში, გულის გულში,სამყაროს გულში...და სულ ერთია,სად და რამდენ ხანს გავჩუმდებით,ან ჩვენს მოპარულ სიჩუმეშირამდენი შიში გამოიზამთრებს,მთავარია, რომ შიგნით ითქვა,შიგნით ჩაიქცა.
დოლიძე თამთა

დოლიძე თამთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი