პოეზია · ლირიკა
დაღლილი ლექსი
მე დაღლილი ვარ.ჩამომხსენი ეს ზანზალაკი,მთელი ტყე ზურგზე მოვიკიდე,რაღა დამკარგავს.ვისწავლე თავით სიარული,(გზას და ფეხებს საერთო რა აქვთ ),ხელებით კი მიწა მიჭირავს.მოშვებული ღილია მიწა,მაგრამ ფესვებზე ვერა და ვერ წამოვაგე.არადა ჩვევა (ღილის წვალების)რჯულზე უფრო უმტკიცესია.ჩამომხსენი ეს ზანზალაკი !ქარი ციყვებს მიფრიალებსდა ხურდის ნაცვლად თხილის ხეებსვთესავ მათხოვრის ხელისგულში.- დაე, ამაწყდეს.
მე დაღლილი ვარ.ამომიშვი ამ მდინარიდან,თორემ ფარფლები შემომაცვდაამდენი ყოფნით.სხეული ლურჯად მებზარებადა შხეფებად ვწყდები დინებას.ვმრავლდები, ანუერთი ბადით მეტია თევზი.და როცა აგაქვს წყალი ცაში,რატომ არ გჯერა,რომ ამდენ გვალვას ვერ მოერევი.ქვებს შევატოვე ყველა სიტყვა.გამიშვი ზამთრის მდინარეში ,მეთამაშე გაშეშობანა,ანუ გამყინე.
ის დაღლილიადა ჩემსკენ იშვერს გაბრაზებას -ელვის გრძელ თითებს,მე კი ვიჭერ და კანფეტივითნელ-ნელა ვლოკავ.ალბათ ესაა სიყვარული.ვყლაპავ - ვანათებ.