↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამი ფერი

დოლიძე თამთა

2026-07-181 წთ საკითხავი1363 ნახვა

—
წითელო,სად მიგაქვს ეგ თოთო სიცოცხლე!ქვას გამობმული ვარდისფერირატომ არ ტირის,როცა შენი ხელი ეხება.ან წყალი რატომ არ დაიშრობსუფსკრულის სიღრმეს,ან მიწა რატომ არ დაიდნობსშუბლზე შენი ხორცის სიმძიმეს;წყალში არა, სისხლში ეშვები.
ფერი დაგექცა! -სადღა მიგაქვს ასეთი სული!რომელი სივრცის ჯოჯოხეთში.რომელი კვერი გამოცხვებაშენი ხორცის დასაპურებლად,რომელი ჭია ამოგიჭამსსულის სიშიშვლეს.
ვერსად დამალავ ხელისგულებს,ვერ გადარეცხავმუხლებზე დგომით, ხეზე ასვლით,მიწაზე შენი სულის გადასხმით.სიკვდილი სულ სხვა მხარესაა,ვერ მოატყუებ,სიტყვებით პირს ვერ ამოუწვავ -თავად სიტყვაა.
სინდისი - კვესი,ტვინი - აბედი.ნაკვერჩხალზე სულის შებერვა.განაჩენი!-არ დაგავიწყდეს!
დოლიძე თამთა

დოლიძე თამთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი