↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უზმოზე მისართმევი

დოლიძე თამთა

2026-07-181 წთ საკითხავი1362 ნახვა

—
ჩართეთ მუსიკა!და მეც -რითმებში გახლართული მარიონეტიწარმოდგენას დავდგამ თქვენთვის.ვიქნები მიწის საკუთრებადა ცის ნაგლეჯი...ემოციებად გადმოღვრილიმდინარის წყალიდა უძრაობით მოღლილი ლოდი...ვიქნები მიწა,მაგრამ თესლს ვერ გავაღვივებდა ვერ მოვიყვან პურს თქვენთვის...ვიქნები ქალი,რომელსაც მუდამ ცისკენ უჭირავს თვალიდა კაცი,რომელიც წელზე ქამარივით შემოგირტყამთ...ვიქნები გამოღვიძებული ჯულიეტა,რომელიც სისხლდაშრეტილი რომეოს ლანდთანთავს არ მოიკლავს...
ჩართეთ მუსიკა!!!
დოლიძე თამთა

დოლიძე თამთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი