↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შუაში

დოლიძე თამთა

2026-07-181 წთ საკითხავი1371 ნახვა

—
დილაა გაზაფხულის,ვინ იცის მერამდენეყალიონს გამართავს და...დილაა - ნეტარება,კოცონთან ჩამუხლულინისლები, ბილიკები,და მიწა, ნამცეც-ნემცეცფრჩხილებით ნატარები.
თვალები- პროგნოზივითამინდის, ვარაუდობს,რომ ისევ იწვიმებს და...შეგრძნება - სიახლოვე,მზე ყელს რომ ამოგკაწრავს -ასეთი გათენების,(არავინ დაიჯერებს),ტკივილმა მიმატოვა.
მდევარი? - უსათუოდ;მინდორი- ხელისგულიმარტოა, ვაკუუმში -ღიმილში მატრიალოს.გული კი, მშობიარეას გრადუს ცელსიუსის…მწვერვალზე გადმოკიდულსიცოცხლეს ვაფრიალებ.
დოლიძე თამთა

დოლიძე თამთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი