↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზურგიდან

დოლიძე თამთა

2026-07-181 წთ საკითხავი1369 ნახვა

—
დღეს ჩვენი ყოფნა ჰგავს თოკზე დგომას,ჩვენი გზა კი არენაზე მალაყს გადადის.ასვლისას მართმევ ხელს და იმედს,რომ, ჩავარდნისას, არ გაგიყოლებ.დღეს ყველა მხარი,მწიფე ხილივით, ძირს ვარდებადა გახსენდება,რა არ გეყო,რატომ ვერ მიწვდი.
ჩვენი სიმართლე ფარატინა ფურცელია,რომელიც ქარმა უცაბედად ააფრიალადა გვაჩვენა სიცარიელე.აგვიფრიალა, როგორც წითელი ხელსახოციდა ჩვენც ყველაზე სისხლმდინარეწარმოდგენა ვაჩვენეთ წარსულს.
დღეს ჩვენი მიწა მოტრიალე წრედ იკუმშება,წრე გულში მიკრავს და გეუბნება,გაქრობამდე მატრიალებს დაგეუბნება,რომ ყველა დანა იქ დაგხვდებასადაც ისროლე.
დოლიძე თამთა

დოლიძე თამთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი