პოეზია · ლირიკა
მარილიანი ამბები
სანამ შემოდგომა გამცვივდება,მოდი,გიმყოფინებ,სადამდეც გამწვდები.აბა როდემდე უნდა ვიყოასე სიბერემდე შიშველი...ზღვისპირასაა ჩემი სახლიდა თუ შემთხვევით ფეხი შემოგიცდა,(თუ გინდა გაცდენილი დღეებისხავსი ამაფარე)ჩემი სახლი სიზმრებამდე მიგაცილებსდა საგზლად მარილიან ამბებს გაგატანს...- - - -როცა მომაგნებ,არ შეიმჩნიო ჩემი სიბერე...ეს ისე, უბრალოდღამე გადამცდა...- - - -შენი მოწნული ჰამაკი ჩამოვხსენიე რ თ ს აღარ მარწევს...(არადა ე რ თ ა დ როგორ გვარწევდა?!)და ის ფიჭვებიც,ჩემს დასაცავად რომ დაგეშე,გემოს მისინჯავენ...- - - -რა ძალა ჰქონია მარილკვერებს,არ დაგაძინა ?!და ახლა ვეღარ გამოტოვებიმ მჟავე განთიადებს,ყოველი ადგომისასშენს მაგივრადაც რომ ვღეჭავდი.სუუ...არ დაიძინო,ჯერ კიდევ ბევრი მარილი დამრჩა,ჩასაქოლად საკმარისია...- - - -არ გაგიკვირდე...თმა ბუდეებით შევიღებე,ახლა სახლი ვარ,სახლი რომელიცე რ თ ა დ ს იტევს,ე რ თ ს კი ვერ...და სანამ ბუდეებიც გამცვივდება,გამოჩეკე ჩემი გაგრძელებები,აბა როდემდე უნდა ვიყოასეთი მდიდარი...მე კი გაგრძნობინებ,თუ როგორი სიზუსტით ვივარცხნიშენს ხერხემალს,მალას და მალას შორისმარილკვერებს გიცხობ...გაბერებდა ხვდები რომამ ხნის მანძილზეჩემი კუზი დაგქონდა ზურგით...- - - -ყურს როცა დავხუჭავშენი ხმა მესიზმრება,(უკვე იმდენჯერ)მეშინია,როცა დაბრუნდები,არ დამეზარო...- - - -სუუ...არ დაიძინო,მიწა მომიტანე,და თუ ისურვებ,ჩემს მარილიან ამბებს ჩაგაცმევ.ე რ თ ა დ მიწაში თუ ...?!ე რ თ ს ჰამაკიმაინც არ დაგარწევს...- - - -ახლა კი, მოდი დაჩამაცვი შენი მიწა,სანამ ჩამეტევა,სანამ ვიხუჭები,(შენ ხომ გაცდენილი დღეებისხავსი ამაფარე)და ვითვლი ხელის გაწვდენამდე...შორია შენამდე...მთელი ერთი ნეკ(ნ)ი.