პოეზია · ლირიკა
წყლის სახლი
როცა ბნელ ხიდებს ენის წვერზეადგათ ნაპირიდა არ ახსოვთ დახრჩობის შიში,და აღარ ახსოვთ, როგორ დაუდნათსხეული მზეზე,უნდა ჩაყვინთო ჭიქაში დაგაყვე დინებას;არ მოეჭიდო სიტყვის იოგებს(წყალწაღებულს ხავსი არ იჭერს ) .ჩამოატარებს წყალი სხეულს -ხის გამხმარ ტანს:- ზამთარში დაწვით!... და ღმერთმა არ ქნას,არ შემოგხვდეს კაცი წერაქვით,(წყალზე შემთხვევით ჩამოსული,თუნდაც ფეხის დასასველებლად),დაგინახოს და არ დაგიჭიროს,მიგაჭედოს ხერხემალზე სამკუთხა ფრთებიდა არ გაგიშვას.
ეს ამინდია მხოლოდ ჩვენთვისდა გუბეებში ვახრჩობთ ფეხებსდა სიმშვიდეა.