↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯიბე

დოლიძე თამთა

2026-07-181 წთ საკითხავი1366 ნახვა

—
სიჩუმე, როგორც ყოველ დილით ფინჯანი ყავა.შენ შეგიძლია აითვისო ტვისტი და ტანგოსდამარღვეველი მდუმარება შეცვალო მტვრევით,ტერფების სწრაფი აალებით და არამარტო...
კითხვა-კითხვით და კედელ-კედელ, თითქმის გულამდეჩამყვე და მერე - გაჩერება.(ლოდინს ვაპირებ).გქონდეს თვისება დანებების, ჩვევა - ზრუნავდედა ერგებოდე ჩემი ტანის ყველა ლაბირინთს.
ეს იმას ნიშნავს, რომ შემეძლოს შენს მხარზე წოლა,მაგრამ არასდროს ვაღიარო მეტალის სითბო,მიტოვებული ცალი მხარე შევუვსო საწოლსდა მივაკიდო მოდუნებულ კიდურებს რიტმი.
ასე რომ, ომი ვალდებული სულაც არააიყოს საშიში და სიძულვილს სისხლში ალბობდეს,ის შეიძლება იყოს მყუდრო, (დიდი ძალაა),როგორც ჯიბეში ერთი ხელი ზამთრის გათბობა.
სიჩუმე,თითქოს ასპარეზი და ყველა ფაზამარტო ყოფნისა გავიარე. (რაღა მაჩერებს ?!)შენ შეგიძლია გადამასხა სხეულზე კაბა,მაგრამ ამ ლაქამ, ჩემი ყოფნა ვერ დაგაჯეროს.
დოლიძე თამთა

დოლიძე თამთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი