↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველი თოვლი

ჩხენკელი თამაზ

2016-06-121 წთ საკითხავი1174 ნახვა

—
პირველი თოვლი სიყვარულით ერთხელ დაგათოვს,პირველი ფიფქი ტრფიალა ცრემლად გამდნარიდა თუ მიჯნურმა უქრობელი ცეცხლით აგანთო,გავარდი თოვლში, რომ გაათბო ზამთრის ავდარი.და როცა ქარი გადიქცევა ყვითელ მორევად,ჩაწექ ფოთლებში, ჩაუკოცნე მიწას თვალები,რომ ნაცნობ დღეთა მოსაწყენი განმეორება,შეცვალო ლოცვით, მიჯნურობით და ტრფიალებით.
ჩხენკელი თამაზ

ჩხენკელი თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი