პოეზია · ლირიკა
*** "თმებს ნუ ჩამოიშლი, ისე
თმებს ნუ ჩამოიშლი, ისე დაღამდება,ღამე წამოდგება ცისკრით გათელილი,ბევრჯერ დაჩოქილი კრძალვით ამ ხატებთანერთხელ დავიწვები წმინდა სანთელივით.ერთხელ, ალბათ ერთხელ ყველა დაიწვებადა შენც კრიალოსნის მძივად გაიბნევი,ისე შეგიყვარდა ჩემი დამიწება,როგორც შეღამებას ძველი აივნები.ქუჩებს გადავუგდებ ღამეს გასათეველს,ღვინით აივსება მთების ჩაფხუტები.ქარში გადაცვენილ ვერცხლის სასანთლეებსგულში ავინთებდი შენი ჩახუტებით.მაგრამ სიჭაბუკეს სადღაც მიეძინა,თურმე სიყვარულმაც იცის დავიწყება.მთვარე ამოვიდა, _ ზეცის მუეძინი,მალე ღამეების ლოცვა დაიწყება.თმებს ნუ ჩამოიშლი, ისე დაღამდება,ღამე წამოდგება ცისკრით გათელილი,ბევრჯერ დაჩოქილი კრძალვით ამ ხატებთანერთხელ დავიწვები წმინდა სანთელივით.