↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აზეულა

ჩხენკელი თამაზ

2016-06-121 წთ საკითხავი1186 ნახვა

—
ქედებმა მითხრეს გულის ვარამი,შენ ერთი შეხვდი სხვებზე ჯიუტი, _გქონდა ნაღველი _ გულში მალავდი,მარტო იდექ და არას ჩიოდი.სიმწრისგან ახლაც კბილით ხრავ დუღაბს,თავს გეხვევიან თეთრი ღრუბლები.ო, კოჯრის ციხევ, მხოლოდ შენ დუმხარ,მხოლოდ შენ არას არ მეუბნები.მაგრამ მე ეს მზე დამემოწმება _თუმცა არ იცი კვნესა და ოხვრა,გავიგე შენი დიდი ოცნებადა მობჯენილი ყელამდე ბოღმა!
ჩხენკელი თამაზ

ჩხენკელი თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი