↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "გარინდებულა ზღვა უცნაურად"

ჩხენკელი თამაზ

2016-06-121 წთ საკითხავი1170 ნახვა

—
გარინდებულა ზღვა უცნაურად,გული წასვლია თითქოს სინაზით,გამოურიყავს ნელი ხმაური,მისვენებულა გამთბარ სილაზე.ზღვა მხოლოდ ოდნავ, ოდნავ ჩურჩულებსჩუმი და წმინდა ტალღების ჩქამით,მაგრამ მის გულში სძინავთ ურჩხულებს,რომლებსაც ძილი არ უნდათ ღამით,როგორც სურვილებს უხმო წვალებითგაფითრებულნი ძლივს რომ იძვრიან...მე მომაგონა ამ ზღვამ თვალები,ჩემთვის ძვირფასი ქალის თვალები,რომლებიც თურმე მე ვერ მიცვნია
ჩხენკელი თამაზ

ჩხენკელი თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი