პოეზია · ლირიკა
*** "სისხლში ნაფერი ხმლები ელავდნენ"
სისხლში ნაფერი ხმლები ელავდნენ,ცხრა ძმაც გასჩეხეს, როგორც ნაძვნარი. . .მე ვარ მეათე, _ხმლით ნაკოდი და მარაბდული მზით გადამწვარი!მე ვარ მეათე, რომ ვერ დამტორეს,ახლა წამოველ მგლისფერ გორდითა,ვაიმე ძმანო, სად მიგატოვეთ,ცოტა ხანს კიდევ გაუმკლავდითდა მეც მოვდივარ!