↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სადღაც კი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
სადღაც კი ჰყვავის ბროწეული,ნუში და ვაშლი,და პოეზიის არ იქნებაგადავიწყება.თუ მომეძალა მწუხარება -გიოტეს გავშლი,იქ მშვენიერი ერთი ლექსიასე იწყება:"შენ იცი მხარე, სად იზრდებადაფნა და ტვია,ღრმაა და სუფთა ლაჟვარდებიცათა კამარის,სადაც ლიმონსა და ფორთოხალსოქრო ატყვია,ხშირ სიმწვანის ქვეშ მხურვალებაუცხო რამ არის.„იცი, ეს მხარე? ო, ძვირფასო,იქ, იქ, ნეტავი,გადაგვაფრინა, შევაფაროთმე და შენ თავი.იცი მწვერვალი, სად ბილიკითცხენი ეშვებადა სალ კლდეების ბურუსებშიდაეხეტება,სად მთათა მოდგმა დასადგურდა,გარდაქეშანი.სად წყალვარდნილის და ზვავის ხმახევებს ედება?იცი შენ ის გზა? იქ ჩვენი გზაცჭაობთა ზემოგაკვალულია. იქ წავიდეთ,მფლობელო ჩემო.შენ იცი სახლი მარმარილოსსვეტებით თლილით.ბრწყინავს დარბაზი და გუმბათიმაღალ სხივითა.გჭვრეტენ ქანდაკნი მწუხარებითსავსე დუმილით,საბრალო ბავშვო, რა გაწუხებს,რა მოგივიდა?იცი ის სახლი? რა ტკბილიაის სამფლობელო...იქითკენ, ჩქარა, იქ წავიდეთ,ჩემო მშობელო!“
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი