↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სადაც ეხლა ზვირთებს სძინავთ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
სადაც ეხლა ზვირთი ბზინავს,ქარის ისმის ქშენა,გადასული წლების წინათვქროდით მე და შენა.
ეხლაც აქ ვარ, ძველისძველო,მდგარო დროთა ზემო,საყვარელზე საყვარელომოგონებავ ჩემო.
სადაც ეხლა ზვირთებს სძინავთ,ბაღს სდევს ქარვის ფერი,თვალწინ მიდგას, როგორც წინათ,მშვენიერი მერი.
1932
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი