↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სადაც ალპებია, ველად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
სადაც ალპებია - ველად,ცხვარი სვლას არ დაყოვნდება,მე კი ისევ, განუყრელად,ჩემი მხარე მაგონდება:
მსგავსად ზვავთა და გლეტჩერთარომ დაიძრა მთიდან ფარა,მწყემსი ველად ვერ შეჩერდა,ვერც სად თავი შეაფარა.
ერთს სოფელში ითვლის ორმოცს,მეორეში ორმოც ათასსცხვარს, რომელიც უთხრის ორმოსყოველნაირ მგლების მადას.
ფერიც მზესა და ქარს მოჰყავს,დროც სარკეა, როგორც სახე -გამარჯვებულ მწყემსის ლოყასგადაეკრა სიამაყე.
არ ეცემა, ხედავს, დოლი...ემატება ცხვარი ჯაგებს -აქებს სწორი, აქებს ტოლი,ყველას თავის საქმე აქებს!
ველად - სადაც ალპებია,სალამურით მოდის მწყემსი.დროს არ გაუყალბებიაძველებური ხმა და წესი.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი