↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სად?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?რას მომცემს ისეთს მე საქართველო,და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებსვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდებიდა ვეთხოვები მწარე ქვითინით.მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნებაედემის ციურ ხატებად სთვლიდა,ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,მაგრამ არავინ იძლევა პასუხს!საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაშიფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
1913
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი