↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სად იყო სმენა და გაგონება?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანკელოს,მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოვებდა ზეშთაგონება -თვით მურილიოს, კაელიოს, თვითონ ანგელოზს...სად იყო სმენა და გაგონება?პოეტი მასსა, ხალხთა კოშკის დღეს უწინარესგადასცქეროდა ბოროტებას განარინდები,თვალგადაუწვდენ ორმოებში სისხლის მდინარედა ტრანშეების მიდიოდა ლაბირინტები...
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი