პოეზია · ლირიკა
დემონი
როდესაც ჩემთვის იყო ახალიყოფნის ყოველი შთაბეჭდილება -ქალწულთა მზერა, მთები მაღალი,ღამე ბულბულის ახმატკბილება,როცა ყოველი დიადი გრძნობა,თავისუფლება, სახელი, ტრფობადა შთაგონება ხელოვნებისაიყო მიზეზი ჩემის გზნებისა, -მაშინ ბოროტი რაღაც გენიაგახდა ფარულად ჩემი მნახველი,და იმ წუთებში, რაც მილხენია,მან შეიტანა შავი ნაღველი.შეხვედრა ჩვენი იყო მწუხარე:მისი ღიმილი, თვალების ალიდა მეტყველება გესლით მდუღარესულს მიწამლავდა საოცარ ძალით,იმედისა და რწმენისგან სცლიდაცილისწამება მისი გონებას;მშვენიერებას ოცნებად სთვლიდადა დასცინოდა ზეშთაგონებას.თავისუფლებას, სიყვარულს ჰგმობდა,იყო მქირდავი მიწის და ცისა,და კურთხევისთვის უღირსად სცნობდამთელს ბუნებაში ყველაფერს ისა.1823