პოეზია · ლირიკა
დავეხეტები ქუჩის ხმაურში
დავეხეტები ქუჩის ხმაურში,თუ ეკლესიის მესმის ლოცვები,ან ყმაწვილ კაცტა აურზაურშივარ ანთებული ჩემი ოცნებით.
მე ვამბობ, წელტა გრიგალი მიდის,და თუმცა ირგვლივ ხალხი ბევრია,ყველას დაგვფარავს სამარის ლოდიდა ალბათ უკვე ვინმეს ჯერია.
დავაკვირდები ახოვან მუხას -ეს პატრიარქი ტყეების დღესაცჩემს საუკუნეს გაუძლებს მწუხარს,როგორც გაუძლო ჩემ წინაპრებსა.
თუ ბავშვს ვეხები გამოსარჩლებით,მისთვის მშვიდობის თქმა დამჭირდება:ვეტყვი - მივდივარ, შენ კი დარჩები,მე გახრწნა მელის, შენ კი დიდება.
როცა დღე მიდის და წელიც გადის,ჩემი ფიქრებიც მათთან დადიან,და სასიკვდილოდ მოსული ვადისმე გამოცნობა დროში მწადია.
სად მომეწევა სიკვდილი ბნელი?ომში თუ ზღვაში, თუ წყალთა შინა,თუ მზეობელად ქცეული ველიცივი ცხედარის გახდება ბინა.
ხომ სულ ერთია, უგრძნობელ სხეულსსამარის ჭია სად შეესია,მაგრამ მე მაინც მიწას შეჩვეულსრომ მიმაბარონ, უმჯობესია.
დაე ცხოვრება სამარის კართანგადაისალოს ცოცხალ ვარდებად,სადაც გულცივი ბუნების კალთაუკვდვის ეშხით აელვარდება.
1829