↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოტყდომა

პუშკინი ალექსანდრე

2021-09-131 წთ საკითხავი3778 ნახვა

—
(ალექსანდრა ოსიპოვას)
მიყვარხართ, — თუმცა ბოღმა მაგიჟებს,ვიცი, შევრცხვები, ფუჭად მოვცდები,და ამ სვედავსილ უგნურებაშიახლა თქვენს ფერხთან მე გამოვტყდები!ჩემს წლებს და სახეს ეს არ შეჰფერის,და უკვე დროა ვიყო ჭკვიანი,მაგრამ ყოველი ნიშნით ვიცანიჩემს გულში ტრფობის სნება გვიანი.უთქვენოდ ვიწყენ, — რული მერევა,თქვენთან კი სევდის წამიღებს ღვარი,აღარ მაქვს ძალა და მწვავს სათქმელი, —ო, ანგელოსო, მიყვარხართ რარიგ!მესმის მსუბუქი თქვენი ნაბიჯი,მესმის შრიალი კაბის, მრეტები,ეგ ხმა უბიწო, ქალწულებრივი, —გონს ვკარგავ სრულად თქვენი მჭვრეტელი.გაიღიმებთ და — კმარა ნუგეშად,შებრუნებით და — დარდი მდევარი,ტანჯვის წილ ჯილდო მელის ნეტარი —თქვენი ფერმკრთალი ხელისმტევანი.როცა უზიხართ კდემით საქარგავსდა თავდახრილი წუთებს არ ჰკარგავთ,თვალნი, კულულნი ძირს ეშვებიან,მომლბარი ვუცქერ მე ამ სანახავს,ვტკბები და ვგავარ ბალღს ოცნებიანს!გითხრათ კი ჩემი სვედავსილობა,იჭვი და დარდი რომ მემარწუხა,გასეირნებას როდის აპირებთსადმე შორეთში ჩემდა საწუხად?და სად გაქრება თქვენი ცრემლები,ან საუბრები განმარტოებით,ის ხეტიალი, ის შადრევნები,ფორტეპიანო — საღამოობით?ალინა! შეგთხოვთ აწ მოწყალებას,ვერ გვედრებთ ტრფობას სამაგიეროს,იქნებ არც ვღირვარ ჩემს ცოდვათათვისმე სიყვარულად, ჩემო ციერო!..ო, ითვალთმაქცეთ! მშვენიერ თვალებსძალუძს ყოველი რომ გამოხატოს,მე მომატყუოთ, — ძნელი არ არის,ამ მოტყუებას თვითონვე ვნატრობ!..
ნოემბერი, 1997 წ.

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი