↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბრინჯაოს მხედარი

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-1215 წთ საკითხავი9141 ნახვა

—

პეტერბურგული მოთხრობა

##შ ე ს ა ვ ა ლ ი
წყალთა ნაპირას - ქანდაკის მსგავსი -ის იდგა, დიად ფიქრებით სავსე,და ველს გასცქერდა. წყალთა გროვებითრბოდა მდინარე; ზვირთების თავზემოსჩანდა ნავი განმარტოებით.და ნაპირებზე ხავსის ნოხებითაქა-იქ ჩანდნენ შავად ქოხები -ჩუხონელთ ბუდე ველურ მხარეში.და ტყე - ჭაობით განაპოხეი -ნისლში დაფარულ სხივთა გარეშემეფობდა ირგვლივ.
ფიქრობდა იგი:აქედან მედგრად შევუტევთ შვედელს,და - ჰკანკალებდეს მტერი სასტიკი -აქ ამოვიყვანთ ქალაქის კედელს.თვითონ ბუნებამ აქ აღიარა,რომ ევროპისკენ გავჭრათ ფანჯარა;ზღვის პირს დავეყრდნოთ მაგარი ფეხით,ახალ ტალღების კვალით უტეხითჩვენ ვესტუმრება ფლაგთა კრებულიდა ვიზეიმებთ გალაღებული.ას წელმა განვლო, ნორჩი ქალაქი -ჩრდილო ქვეყნების უცხო მშვენება,იქ, სადაც იყო ჭაობთ ალაგი,აზიდულია ამაყ ჩვენებად.სადაც ფინელი მეთევზე წინათ,მწირი ბუნების გერი საწყალი,დაბალ ხავსიან ნაპირთა შინაისროდა ბადეს ტალღებში - მკრთალი,სადაც სუფევდა უდაბნო მწირი,ჩანს ნაპირების სივრცეზე ხშირისასახლეების, კოშკების რიგი,მწყობრ გიგანტების რკალი სასტიკი,მოჰქრის ტალღებზე გემი მრავალიყოველი მხრიდან აქ მომავალი,რომ ნავსდგურთან იგემონ წყალი.შემოსილია გრანიტით ნევადა წყლებს ხიდები ყველგან ემჩნევა,ნევის კუძულნი მწვანე ბაღებითარიან ყველგან განაჩაღები.უმცროს სატახტო წინაშე თავიმოხუც მოსკოვმა დაჰხარა ზავით.ვით ნორჩ დედოფლის წინაშე მკრთალმაგვირგვინოსანმა ქვრივ დედოფალმა.პეტრეს ქმნილებავ! მე მიყვარს შენიმედიდურობით სავსე იერი,ნევა მეფური და მძლავრი დენით,ნაპირთ გრანიტი პირმშვენიერი,შენი გალავნის თუჯი ქსოვილი,შენ მოდუნებულ ღამეთა სვლაშისინათლე, არა მთვარით თოვილი,როცა ვკითხულობს მე ჩემს ოთახშიდა ვწერ ულამფოდ, როგორც ლანდებიჩანან ქუჩები ყრუ გიგანტები,ირგვლივ სიჩუმე, ნათელი არისაამირბარო დიდი ისარი.ცისკარი ცისკარს ცვლის მოკამკამეს,არ უშვებს წყვდიადს ოქროსფერ ცაზე,ნახევარ საათს ის უთმობს ღამეს,რომ კვლავ გამოჩნდეს ღრუბლების გზაზე.მე მიყვარს შენი მკაცრი ზამთარი,შენი ყინვები, ჰაერი, ჩრდილი,ნევის ნაპირას მარხილნი ჩქარი,და ქალწულთ სახე ვარდისფრად შლილი!მიყარს ხმაური მბრწყინავ ბალებითდა უცოლოთა ქეიფი მალი,როცა დუღს ჭიქა აშხრიალებითდა იწვის პუნშის ცისფერი ალი.მარისის მინდვრებზე ჰხიბლავს ოცნებასსამხედრო ძალთა მსვლელობა მარდი,ქვეითი ჯარის და ცხენოსნებისერთფეროვანი შნო და ნავარდი;მწყობრად დარხეულ ლაშქართ წყებაში,ნაბრძოლ, დაფლეთილ დროშათ ფრიალი,სპილენძიანი ქუდთ კრიალი,რომ დაცხრილულან ომების წვაში!მიყვრს, სატახტო ქალაქო, შენიციხე-სიმაგრის გრგვინვა და ალი,როს მეფის ოჯახს - აღსავსეს ლხენითშესძენს საჩუქრად ვაჟს დედოფალი.ან თავის მტრების დაძლევის გამო,რუსეთს ზეიმი აქვს გამარჯვებულს,ან ტეხავს ნევა ყინულთა კრებულს,და მიაქვს იგი ზღვისკენ - აგზნებულსმით, რომ მაისი მოდის საამო.
პეტრეს ქალაქო! იყავ დიდებით,როგორც რუსეთი მძლავრი, რჩეული,და შენთან ერთად აწ დამშვიდებითდაცხრეს სტიქია უკვე ძლეული.დე, დაივიწყონ მტრობა, გოდებაფინურ ტალღებმა; გათავდეს დავა!ამაო არის ურჩობა კვალადდა პეტრეს ძილის აწ შეშფოთება!
დრო იყო ავი და საგანგებო,ბევრში მეტყველებს იმ დღეთა გრძნობა,მინდა გიამბოთ, ამხანაგებო,თქვენ სევდიანი ჩემი მოთხრობა.
##ნაწილი პირველი
ნოემბრის სუსხით ზეცა ზრიალებს,პირქუშ პეტროგრადს თავს დასტრიალებს.ნევა, როგორც რომ კაცი სნეული,თავი საწოლში ბორგავს, მძვინვარებს.და მისი ტალღა ბრაზმორეულიისევ ასკდება გალავნის კარებს.გვიანღა იყო. ღამე დგებოდა,წვიმა ფანჯარას ეხეთქებოდა.ღმუოდა ქარი სიბრაზით, წყენით.ამ დროს დაბურნდა სახლში ევგენი.მაშ ჩვენ დავარქვათ გმირს ეს სახელი,კარგია მისი გამოძახილი,მას შეეჩვია ჩემი კალამი,და ეგებება ძველი სალამით.ჩვენ არ გვჭირდება იმის გვარი,თუმა წარსულ დროთა წარსულ არეშიის იყო მძლავრი და მოთარეშე,მტერს არაერთხელ დასცა თავზარი,ის კარამზინის იცნო თხზულებამ,ვით ჩვენი ქვეყნის დიდი თქმულება,დღეს კი ეს გვარი, წინათ ქებული,არის ყველასგან დავიწყებული.აქვს კალომნაში ევგენის ბინა,ის სამსახურში ეწევა შრომას,გაურბის იმას, რაც იყო წინათ,არ გლოვობს მკვდარდა ნათესაობას,და არც გარდასულ დროთა ყიჟინას.როცა ევგენი სახლში დაბრუნდა,სწრაფად გაიძორ თავის მაზარა,მას დაძინება ძლიერად უნდა,მაგრამ სიმშვიდე რამ შეაზარა?რაზენ ფიქრობდა იგი დავრდომით?რომ ის ღარიბი იყო და შრომითუნდა იპოვოს თავის ადგილი,პატივისცემა, სახელი ტკბილი,რომ ღმერთს შეეძლო მისთვის მიეცამეტი ფული და ჭკუა, რომ ზეცაზოგ ბედნიერებს წყალობს ყოველთვის,რომ მას სიამე სოფლისა ელტვის,რომ მისი ყოფა მეტად ძნელია,რომ ის მსახურობს ორი წელია;კიდევ ფიქრობდა, რომ ეს ავდარიაღარ ცხრებოდა. მდინარე ჩქარისულ მატულობდა, ალბათ ხიდებიმოხსნეს - ნევაზე დანაკიდები,რომ ქარიშხალი კვლავ ივალალებს,რორმ ის პარაშას ვერ ნახავს მალე.
ის ატრიალდა ფიქრთა ჯარაში,და ოცნებობდა იგი მწუხარედ.- არ ქროდეს ქარი ესოდენ მწარედ,წვიმა არ სცემდეს ბნელ ფანჯარაში!ბოლოს თვალებიიმან დახუჭა განაწვალები.ავდრიან ღამის წყვდიადი ქრება,დღე გაფითრებულ ნისლად იშლება,საშინელი დღე!ნევა იმ ღამითგარბოდა ზღვისკენ, მაგრამ გრიგალიმას არ უშვებდა შეურიგალი,და მოიქანცა ნევა თამამი.მის ნაპირებზე მეორე დილითგამოჩნდა ხალხი სწრაფ თავმოყრილი,წყლებს გახელებულს უცქერდა ყველა,ცვლის ტალღას ტალღა ვეებერთელა.მაგრამ უბედან ქარის სვეტებითგადაღობილი ნევა სიმაღლითუკან იხევდა დანაფეთები,და ის კუნძულებს ფარავდა წყალით.მთლად გატიალდა ამინდი ავიდა გაიბერა ნევა პირშავი,დუღდა ვით ქვაბში წყალი ღმუილითგავერანებით, მეტი შხუილით.უცბად გაცოფდა, გადიქცა მხეცად,მოულოდნელად თვით ქალაქს ეცა.მის წინ გაიქცა ყველა მცხოვრები,ტალღებს ვერავინ ვეღარ აჩერებს,- ეწვიენ სარდაფთ - შეუპოვრები,მოაწყდნენ არხნი თვის მოაჯირებს.წელამდე ფარავს პეტროპოლს წყალი,ვით ტრიტონი სცურავს ახალი.ტალღების ალყა! სიბრაზით ხტიანდა ქურდებივით ჩუმად ძვრებიანფანჯრებში. საჭით ამტვრევენ მინებსნავები. რისხვა ეწვია ბინებს.ყოველივეა ტალღათ ზვარაკი:სახურავს, კედლებს იტაცებს ზვირთი,სცურავს დაშლილი ქოხების ტვირთი,და საქონელი - ვაჭართ მარაგი,ღარიბთან მცირე ავლა-დიდება,მოტაცებული წყალზე ხიდები:წალეკილ საფლავთ ჩანს კუბოებიყველგან ქუჩებში. ხედვენ ბრბოებიღვთის რისხვას ხალხი შიშისაგან გმინავსვაი! იღუპვის საზრდო და ბინა!სადღა ვიშოვით? მართავდა მაშინრუსეთს ხელმწიფე განსვენებული,ის აივანზე გაჩნდა ვნებული.სთქვა: - ამ ღვთიური რისხვის წინაშემეფენი გრძნობენ თავის უძლურობას!სევდით უცქერის უბედურებას!და მოედნები იდგნენ ვით ტბები,და შედიოდნენ მათში ქუჩებიმდინარეებად. სასახლე ჰგვანდასევდიან კუნძულს და ობლად ჩანდა.მეფემ სთქვა სიტყვა და გენერლებიეწვივნენ ქუჩებს საშიში გზებით,ტალღებს - ავარდნილს უღრმჯეს ფსკერიდანისინი წუთით არ მოერიდნენ, -შველიან ხალხსა, რომ გმინავს მწარედ,და იღუპება სახლში და გარეთ.
პეტრეს მოედანს ამკობს ახალისახლი რჩეული და ტანმაღალი.მის აივანზე მუდმივ დარაჯადაწეულ თათით დგას ორი ლომი,თითქოს ცოცხალი და დაუდგრომი.მარმარის მხეცზე სოველ ფარაჯით,უქუდოდ, გულზე ხელებდაკრეფითიჯდა ევგენი - ნაცემი შხეფით. . .ის არ ნანობდა თავსი თავს - მკრთალი,მას არ ესმოდა, თუ რარიგ წყალიბრაზობს და იმის ლანჩას ეხება,როგორ გრგვინავენ ქარნის მეხებად,როგორ მოაძრო გრიგალმა ქუდი,ახსოდა სხვა დრო და სულ სხვა წუთი.სასოწარკვეთით აღსავსე ცქრამხოლოდ ერთ მხარეს მან მიაშტერა.და ამბოხებულ სიღრმის ზვირთებიკვლავ მოგორავდნენ, ვითარცა მთები.
ქარი ღმუოდა ტალღები ზევითსახლის ნაფლეთი ჩანდა გარკვევით.ო, ღმერთო, ღმერთო! წყალთა მეზობლად,თითქმის უბესთან მდებარე ობლადპატარა სახლი, ტირიფი, ყორე,იქ მშვიდად ცხოვრობს არსება ორი:ქვრივი ასულით. ოცნება შორი -მისი პარაშა. სიზმრად თუ ხედავსყვლაფერ ამას? თუ არის ნეტავჩვენი ცხოვრება - ყალბი ზმანება,ბედის დაცინვა, ძირს დაქანება?
თითქოს მარმარმა მოჯადოებითის დაატყვევა თავისი ცქრით.ვერ ჩამოსულა! წყლის ურდოებიირგვლივ და მეტი სხვა არაფერი!იმისკენ ზურგით შემოქცეული,ხელშეუხებელ მაღალ მწვერვალზე,სადაც ბობოქრობს ტალღა წყეული,ამობოხებული მდინარის წყალზე -მოჩანს მხედარი ბრინჯაოს რაშით,ხელით - აწვდილი მაღლა ზეცაში.
##ნაწილი მეორე
ნევამ იჯერა გული დარბევით,და მოქანცულმა მეტ თავხედობითიბრუნა პირი დანახარბევი,რომ დატკბეს თავის ველურ ქმედობით. . .თავის ნადავლი ზიზღით დატოვაასე ყაჩაღი, რომელსაც ხროვაახლას ავაზაკთ - დაესხმის სოფელს,ყველაფერს მისცემს მახვილს ულმობელს. . .ძარცვა, მკვლელობა და კბილთა ღრჭენა. . .კვნესამ, განგაშმა წაიღო სმენა!შემდეგ ნაძარცვით დატვირთულები,დევნისა შიშით დაქანცულები,ავაზაკები შინ იჩქარიან,გზაში კარგავენ ნადავლს შარიანს.
წყალმა დაიკლო და ქვაფენილიბრწყინავს, უეცრას გამოჩენილი.ეტრფის მდინარეს ჩვენი ევგენი,მოცული შიშის ფარული სენით,მხოლოდ მწუხარე ხმებისა მსმენი.კიდევ ბრაზობენ ავი ზვირთები,ზეიმის გრძნობით დანატვირთები,თითქოს მათ კიდევ ხანძარი სწვავდადა ქაფიანი ქურქი ფარავდა.მძიმედ სუნთქავდა ნევა რხეული -- ცხენი ბრძოლიდან გამოქცეული.ევგენიმ წყალთან მისვლა გაბედადა ნავს წააწყდა ის უცაბედად.იგი მენავეს ახლა ეძახის,რომელიც თავის უდარდელ სახითართმევს უზალთუნს მას გასამრჯელოს,სჯერა: გაიტანს ტალღების ლელოს.დიდხანს ებრძოდა მენიჩბე მარდიტალღებს - ამღვრეულს და გაბრაზებულს.ნავი მისდევდა ზვირთების კრებულს,თავის მგზავრებით მათი ნავარდისყოველ წუთს მსხვერპლი რომ გამხდარიყო,მაგრამ მდინარემ ნავი გარიყა,აი ნაპირი! საბრალო გარბისნაცნობი ქუჩით, უცქერის ხარბიადგილებს ჩვეულს და თან გარეულს,სურათს საშინელს და სიზმარეულს!და მის წინ ყრია უწესო გროვად,რაც კი მდინარის რისხვამ დასტოვა.დაშლილ ფიცრების გამოჩნდა ტევრი,დანგრეულია სახლები ბევრი;ზოგიერთები უკუღმა დგანან,ვით ბრძოლის ველზე ყოველგან ჩანანდამხრჩვალთ გვამები. მაშინ ევგენისასოწარკვეთილ და გიჟურ რბენითიქ მიჰქრის, სადაც ბედი მარადიელის დაბეჭდილ უცხო ბარათით.და იგი გარბის საოცარ გრძნობით.უბე. . . სად არის სახლი ნაცნობი?ზარდაცემული - იგი დგას სვეტად:უკან დაბრუნდა ის უცაბედად.ნაცნობ სახლისკენ ისევ იჩქარის,აი ტირიფი. . . კვალი ჭიშკრისარ ჩანს და სახლი აღარსად არის,ის შებოჭილი დარდით, მწუხარე,ეკამათება თავის თავს ცხარედ.უცბად მიირტყა მან შუბლზე ხელიდა ახარხარდა. ღამისა ქსელიმთრთოლვარე ქალაქს მოედვა ბნელი.მაგრამ მცხოვრებლებს დიდხანს არ სძინავს,ურთიერთშორის აქვთ საუბარიგარდასულ დღეზე; დილა კი ბრწყინავსსატახტოს თავზე - წითელ საფარითფარავს წარსული დღის ბოროტებასდა დარბეულთა კვნესა-გოდებას.კვლავ ყოველივემ სახე ჩვეულიისევ მიიღო და დარბეულიგამოდიოდა ქუჩაში ხალხი,მის უგრძნობ სახეს არ აჩნდა თალხი.კვლავს სამსახურში მოხელე მიდის,აღებს ვაჭარი - არ მცოდნე რიდის -მდინარისაგან სარდაფს გაძარცულსდა იმედი აქვს, რომ ზარალს წარსულსიგი აიღებს მალე სხვებიდან.ნავებს ზიდავენ ეზოებიდან,გრაფი ხვოსტოვი კვლავ ლექსებს წერდადა მირონცხებულ მგოსნის გზებითაუბედურებას იგი უმღერდა.მაგრამ საბრალო ჩემი ევგენი . . .იგი მოიცვა სრულ დაღონებამ.ვეღარ გაუძლო მისმა გონებამსაშინელ განცდებს! ტყვექმნილი სმენითნევის და ქარის ხმაურს უსმენდა.უცხო ფიქრებით აღვსილი, - კენტადის დადიოდა. რაღაც სიზმარიმას აწვალებდა წუთი ცისმარი.და შეპყრობილი საოცარ სენით,არ ბრუნდებოდა სახლში ევგენი.როცა გავიდა საკმაო ხანი,მიაქირავა მისი საკანისახლის პატრონმა ხელმოკლე პოეტს.ევგენი გაჰყვა აშლილ გონებას. . .არ მიაკითხა თავის ქონებას.ემალებოდა ბრბოს მიეთ-მოეტს.დიდი ხანია მან დაგმო ბინა,და ნავსდგურში ხშირად ეძინა.ის სამოწყალოს გამოწვდილ ლუკმითცხოვრობდა, მუდამ მოხეტე, უქმი.ბავშვნი ესროდნენ ქვებს იმას - ეულს,მუდამ უცნაურს და ჩამოხეულს.გზას არასოდეს ის არ ამჩნევდა,და სცემდნენ მათრახს მეეტლეები.ჰქროდნენ უმიზნოდ მისი დღეები,და სწვავდა რაღა უთქმელი სევდა.ფარულ განგაშით გაყრუებული,ის ეწეოდა ყოფას შხამიანს,და უსახური, მკრთალი, ვნებულიარც ნადირს ჰგავდა, არც ადამიანს.არც ის და არც ეს, ვით ცოცხალ-მკვარი.მას ნავსადგურში ერთხელ ეძინა,და შემოდგომის იყო ავდარი.ქარმა გასტეხა მდინარის ინა.ტალღა სწვდებოდა ნაპირს ჩივილით,საფეხურებთან ის მდუმარებდა,ვით მომჩივანი გულისტკივილითყრუ მსაჯულების სასტიკ კარებტან,გამოეღვიძა საბრალოს. ქარიგმინავდა ისე, როგორც აფთარი,ზეცას მდუღარე ცრემლი სდიოდა,და შორს გუსაგის ხმა გაჰკიოდა.უცბად წამოხტა ევგენი, იმასმთელი წარსული საშინელება,რაზედაც ფიქრი მას ეძნელება,კვლავ წარმოუდგა, უსმენდა წვიმას.ირგვლივ დაიწყო მან ხეტიალი,სწრაფ შეაჩერა ნაბიჯთ ტრიალი,თვალი მოავლო მან შიშით არეს,სახლის სვეტებ ქვეშ ახლა ის არის;იქ მოდარაჯე იდგნენ ლომები,აწვდილი თათით, დაუდგრომები.და მის პირდაპირ საშინელ ლანდად,ირგვლივ შეზღუდულ და მაღალ კლდეზე,აპყრობილ ხელით მხედარი ჩანდა,ამაყად მჯდარი ბრიჯაოს ცხენზე.
ევგენი შეკრთა. მას მოაგონდაკვლავ ყველაერი: ტალღათ კრებული,წარღვნის ფართობი გააფთრებული,სადაც სტიქიას ზეიმი ჰქონდა.იცნო ლომები, ნისლით ბურვილი,და ის მხედარი ბრინჯაოს თავიტ,რომლის ულმობელ ამაყ სურვილითზღვასთან ქალაქი დაარსდა ავი.საშინელია ის ამ წყვდიადში!შუბლზე ბეჭედი იდუმალ ფიქრის!ნეტა რა ძალა იმალვის მასში,როგორი ცეცხლით იწვის ეს რაში?ამაყო რაშო! შენ საით მიჰქრი,და სად დაუშვებ ფეხებს გიჟ სვლაში?სასტიკი ბედის მძლავრო მფლობელო!განა შენ ასე უფსკრულის თავზერკინის აღვირით, ო, ულმობელო,არ დააყენე რუსეთი ყალყზე?
და კვარცხლბეკს გულის აფრთხუაკებუთუვლის შეშლილი, მთლად მოცახცახე.ის მიაჩერდა გიჟურ თვალებითძლევამოსილი მპყრობელის სახეს.ისევ შეშფოთდა. თავისი შუბლითცივ მოაჯირის მიეკრა ფოლადს,თვალნი აევსო უეცარ ღრუბლით,და რაღაც ცეცხლმა ის აათრთოლა.მოაწვა სისხლი. ის დადგა მკვახედამაყ კერპის წინ, ბრაზმორეული,და კბილთა ღრჭენით, ცოფიან სახითსთქვა, შეპყრობილმა ძალით გრძნეულით:"მაშ კარგი, ვნახოთ, აღმშენებელო!. . ."უცბად გაიქცა განაქანები,მას მოეჩვენა რაღაც ზმანებით,რომ მეფის სახე შიშაღმგზნებელიმისკენ მოიქცა სწრაფ მრისხანებით.რბის ყრუ მოედნით საბრალო გიჟი,უკან ხმაური მას ესმის შიშით:თითქოს დამტვრეულ გრგვინვის გრიალი -ცხენის თქარუნი - შორით შთენილი,და უპასუხებს მძიმე ზრიალითამბოხებული მას ქვაფენილი.განათებული ფერმკრთალი მთვარით,ხელით - აწვდილით მაღლა ზეცაშიიმას ბრინჯაოს მოსდევს მხედარიგამოჩენებულ და მგრგვინავ რაშით.და მთელი ღამე საბრალო გიჟი,სად არ წავიდა, ესმოდა შიშით,რომ მას მოსდევდა მძიმე ჭენებითიგი მხედარი მონაჩვენები.და აის შემდეგ, როს უხდებოდაიმ მოედანზე გავლა ევგენის,იმის სახეზე შიში ჩნდებოდა,ხელს მიიკრავდა ის გულზე ტკენით.თითქოს აცხრობდა მის ცემას მარადს,ქუდს გახუნებულს იხდიდა წყნარად,და მიდიოდა განზე ძუნძულით.არის პატარა ზღვაზე კუნძული:ხანდახან მივა იქ ალმაცერადმეთევზე თავის ღარიბი ფაცერით,და თვით იკეთებს ის ვახშამს მცირეს;ანდა მოხელე აქ მოდის კვირასნავით. ჩუმია მკვდარი სავანე,მასზე არ ხარობს ბალახი მწვანე.აქ წყალდიდობამ უბოროტესმამოაგდო ძველი სახლი ოდესმე.და იგი ჩანდა, ვით ბუჩქი შავი,და ის გასულ წელს გაზიდეს ნავით;ის იყო თითქმის მთლად დანგრეული,იმის კარებთან ევგენი ნახეს.და მისი გვამი, ცივი, ეული,ღვთის გულისათვის იქვე დამარხეს.

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი