↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბახჩისარაის შადრევანი

პუშკინი ალექსანდრე

2014-08-1220 წთ საკითხავი9143 ნახვა

—
შუბლშეჭმუხნილი იჯდა გირეი,ტუჩზე ეკიდა თრიაქის ბოლიდა მის ღიმილზე მონადირენიკარისკაცების ზვერავდნე თრთოლვით.შეჰხიზნებოდა დუმილი თაღებს,ჩაშავებოდათ ფანჯრებს თვალებიდა ამკაცრებდა გირეის სახესნიშანი რისხვის და მწუხარების.აუტანელი და შიშისმგვრელიწუთები წუთებს მისდევდნენ ნელადა თავდახრილი გავიდა ყველა,როს აიქნია გირეიმ ხელი.
იდუმალ ფიქრით შეძრული გულიეწურებოდა, როგორც მტევანი,და აღბეჭდვოდა სახეზე სრულადმღელვარე სისხლის მიმოქცევანი.ზღვის გამჭვირვალე და წყნარი უბეცასე ირეკლავს საავდრო ღრუბლებს.
რას შეუპყრია ამაყი სული?სამოყვრო ზრახვა ტანჯავს თუ მტრული?კვლავ რუსეთისკენ იშვერს ჰოროლებს,თუ ახალ კანონს უწერს პოლონეთს?თუ შეთქმულებას მიაგნო ისევფარისევლობის ნესტიან ჩრდილში?ან იქნება ტანჯავს მთილეთა რისხვადა მელაკუდა გენუას შიში?
არა, მოსწყინდა კიდეც დიდება,ისვენებს მისი მრისხანე ხელი,ბასრი მახვილი და ფიცხი ცხენიშორსაა მისგან, აღარ ჭირება.
თუკი ასეა, იქნება მალულადჰარამხანაში შეძვრა ღალატიდა შეარცხვინა ხანის ხალათიმხევალის ვნებამ და სიყვარულმა?
არა, გირეის მხდალი ცოლებიწყნარად ცხოვრობენ მზის მოშორებით.სასოწარკვეთილ სიმარტოვეშითამამად ფიქრსაც ვერ ბედავს ქალიდა იქაც თავზე ადგას ყოველთვისმკაცრი დარაჯის ფხიზელი თვალი.იქ წყდება მისი გზაცა და ბედიც,მის ირგვლივ სევდა მეფობს მარადიდა სარეცელზე იმ უტყვი სევდისმან არც კი იცის რაა ღალატი.დილეგის პირქუშ ჩრდილში მცხოვრები,სითბურის ფერმკრთალ ყვავილს ჰგავს იგი;და მოსაწყენი ერთფეროვნებითმიხოხავს გრძელი დღეების რიგიდა შეუმჩნევლად თან მიაქვს მისიახალგაზრდობაც და სიყვარულიც -ამ ბნელ დილეგში გადამალული,მეტი სინათლის და სივრცის ღირსი.იქ სიზარმაცე მართავს ცხოვრებას,ფეხს ითრევს წუთი და იზმორებადა წლიდან წლამდე არ ეკარებაგულს სიხარული და ნეტარება.
თავს იტყუებენ ცოლები ხანისდა არ კარგავენ სიცოცხლის ხალისს,დღეში ათასჯერ იცვლიან კაბას,ჰყვებიან ქვეყნის ჭორსა და ამბავს,ან თამაშობენ, ან მათი გუნდიაჟღურტულებულ ნაკადის გასწვრივსეირნობს ხოლმე. . . და ერთი წუთითარ ავიწყდება დარაჯი მკაცრი,მათ შორის მუდამ ჩუმად რომ დადის:სულის მარწუხი, სიკვდილის ლანდიდა გესლის ბუდე. ეს საჭურისითავს არ დაზოგავს ხანის გულისთვის,მონაა ხანის და იცის ყველამ,რომ მის ეჭვიან თვალსა და სმენასვერ გაექცევა. ყურანზე მეტადის იცავს ხანის სურვილს და ნებას,ყველაფერს ისმენს, ყველაფერს ხედავს,არ ეკარება მის სხეულს ვნებადა ქანდაკივით გულგრილად იტანსდაცინვას, თხოვნას, ზიზღსა თუ ქირდვას,იდუმალ ჩურჩულს, თუ მწარე კვნესას,მკერდთა ღელვასაც და თვალთა მზესაც.ის კარგად იცნობს ქალის ბუნებასდა ისიც კარგად იცის ძალიან,რომ მონობაშიც ქალი ქალიადა ძლიერია მისი ცდუნება.ის ხანის ცოლებს თავზე ევლება,მაგრამ ვერ შესძლებს მის აღელვებასვერც ჩუმი ცრემლი, ვერც ნაზი ცქერა,რადგან ქალების მას აღარ სჯერა.როდესაც სიცხე სხეულებს თენთავს, -დალალს იშლიან ნაზი თითებითდა საბანაოდ მიდიან ერთადდა ზედ ევლება წყაროს ზვირთბიმათ სილამაზეს. მათი გართობისმცველიც იქვეა და საათობითზღაპრულ სიშიშვლეს გულგრილად ზვერავს.ღამით კი, როცა იძინებს ყვლა,ის მაინც ფხიზლობს და უხმაუროდდაცოცავს ბნელში საწოლებს შორის,ჯალათის სუნთქვის, ოხვრის თუ თრთოლვის,ის ამ მშვენიერ ძილს ყარაულობს.არ გააჩნია სხვა საზრუნავი,ყველაფერს ხარბად ყურს უგდებს იგი:რა შეირხევა ფარდების იქით,რას წამოაცდენს მხევალს ბურანი.და ვაი იმას, ვინც უნებურადჩურჩულით გასცა უცხო სახელი,ან ბიწიერი თავის ზრახვებიგაანდო დობილს, შეყვარებულმა.
რამ ჩააფიქრა, აბა, გირეი?რის გამო შფოთას? ვისი გულისთვის?ღიად დარჩენილ კარის დირესთანგაშეშებული დგას საჭურისი.და აი, ნელა წამოდგან ხანი,შეკრთნენ ხალათის ფართე ზოლები,სურს ინახულოს განცხრომის ვანიდღემდე ჯერ კიდევ ძვირფას ცოლების.
შადრევნის ირგვლივ ისხდნენ ისინი,ელოდებოდნენ ხანს უზრუნველნი,წყალს აბრუებდა მათი სურნელიდა იმსხვრეოდა ქვებზე სიცილით.ნოხებზე იჯდა ტურფა კრებულიდა მარმარილოს ქათქათა ფსკერზეუთვალთვალებდა ოქროსფერ თევზებსმართლა ბავშვურად აღტაცებული.წყალში ისროდნენ მძივს თუ საყურესდა კრთოდა თევზსის მშიშარა ლანდი,ხოლო ლანდივით უხმო მსახურობსტკბილი შარბათი მოჰქონდა მათთვის.და მათრობელა შარბათი ტუჩებსაცახცახებდა იდუმალ ვნებითდა ჰარამხანას მოედო უცებგულში ჩამწვდომი სიმღერის ხმები.

თათრული სიმღერა

1ცა განგვიქარვებს ცრემლსაც და შხამსაც,ისაა ჩვენი თანამზრახველი.და მოსაწყენი სიბერის ჟამსაცბედნიერია მექას მნახველი.
2ბედნიერია, ვინც თავის სისხლითგაასპეტაკებს დუნაის ნაპირს:მის სულს სამოთხის ასული იხსნის,მას მიაშურებს ქარივით სწრაფი.
3მაგრამ ზარემა, ყველაზე მეტადმაინც ისაა ბედის რჩეული,ვინც შენს სიტურფეს ყოველდღე ხედავს,შენგან სიმშვიდეს გადაჩვეული.
ასე მღერიან, მაგრამ ზარემასადაა? თვალი ჰარამხანისა,ტრფობის ვარსკვლავი, ვნება ხანისა,სად გადამალეს ტურფა ქალებმა?გაფითრებული უსაზღვრო სევდით,არც ისმენს იგი დობილთა ქებას,თვალს უწვავს ცრემლის მდუღარე წვეთი,უარყოფილი აწამებს ვნება.ან ვის უცქირონ მისმა თვალებმა,თუკი გირეის არ ეყვარება?!
უარგყო! . . . მაგრამ შენს სილამაზეს,ქართველო ქალო, ვინ შეედრება,ეს მწუხარებაც უფრო განაზებს,სახეზე ტანჯვის ცეცხლი გედება.შუბლი შეგიმკო ზეცის ნათელმა,მზის სიმხურვალეს თვალებში მალავ,ან ვის ხმასა აქვს ამდენი ზალამღელვრე ვნების გამოსათქმელად.ვერ შეედრება სხვისი ამბორიშენს გაშმაგებულ და მწარე კოცნას,ან გული სხვაზე როგორ აბოდებს,პირთამდე შენით სავსეა როცა?მაგრამ გირეიმ აქცია ზურგიშენს სილამაზეს და ადრე თუკიშენს მიმართ მარად იყო კეთილი,ახლა ღამეებს ათენებს თეთრადთავის მჭვუნვარე ფიქრებთან ერთად,რაც პოლონელი თავადის ქალიჰარამხანაში ჰყავს ჩაკეტილი,არ მოუხუჭავს წამითაც თვალი.
იფურჩქნებოდა ახლახან მშვიდადნორჩი მარია მშობელ მხარეშიდა აყავევებულ ხესავით იდგაქალწული სულის სიანკარეში.თავს ევლებოდ ჭაღარა მამადა ამაყობდა ტურფა ასულით,არ ამადლიდა ზრუნვას და ამგასსვებედნიერი და ხანდაზმული.შვილის ბავშვური გატაცებანიმოხუცისათვის იყო კანონი,ეწმინდებოდა თვალთა წყარონი,როდესაც ასულს ჭვრეტდა შეფარვითმას ჰქონდა მხოლოდ ერთი მიზანი:ეზრუნა მისი მომავლისათვის,რომ ყოფილიყო მარიას ბედიუმსუბუქესი, ვით წვიმის წვეთი,რომ მწუხარების და სევდის წუთებსარ დაეჩრდილათ თალხი ჩრდილებით,რომ გათხოვილსაც, გულაჩვილებულს,გახსნებოდა ბავშვობის ბუდედა უზრყნველი განცხრომის ჟამიკვლავ ანთებოდა ხსოვნაში წამით.მართლაც უზადო იყო ასულიქცევით, მიმოხვრით და ხასიათით,თვალებში ედგა ლურჯი წყვდიადიჯერ გაურკვეველ ფიქრში წასული,და როცა იგი, ნაზი და წყნარი,გამოდიოდა სტუმრებთან ქნარით -იხიბლებოდა ყველა სრულებით.მის ხელს ეძებდა დიდებულებისდა უმდიდრესი ვაჭრების ჯარი.გაუმხელელი ტრფიალის ბრჭყალითიტანჯებოდა ბევრი ჭაბუკი.მას არ სწვდებოდა ჯერ ეს ქარბუქი,ჯერ ვერ ათრობდა ტრფობის სურნელი,ჯერ ბავშვურ ფიქრებს არ იცილებდადა ატარებდა დროს დობილებთან,თავისუფალი და უზრუნველი.
ახლახან იყო ეს ყველაფერი.მაგრამ პოლონეთს მოედო უცებთათართა ურდოს შავი აფრებიდა შეურყია ზეცაც და ფუძეც.ასე ედება ყანას ხანძარიდა ნახანძრალზე რჩება ნაცარი.სილამაზით და მადლით ქებულიდაობლდა მხარე, აოხრებული.კვლავ გაველურდა ტყე და სოფელი,პირვე დაემხო დასამხობელი,დაცარიელდა ციხე-დარბაზიდა ცეცხლს უყეფდა თათრის ნაგაზი.
გადეფარა ყველაფერს თალხი,ჩაკვდა, ჩაჩუმდა მარიას სახლი,სიკვდილს ჩაბარდა მისი ქომაგიც:ეზოს საყდარში დგას სარკოფაგი,წმინდა ნაწილნი უწყვია ირგლივდა ჩრდილი ადგას გერბსა და გვირგვინს.სასახლეს ძუნწი მემკვიდრე მართავს,იქ დაიმკივდრა მტარვალმა ბინა,და სათარეშო სვავთა და ქართა,ქვეყანა მისი უღლის ქვეშ გმინავს.
დიახ! თავადის ნორჩი ასულიბახჩისარაის ტყვე არის ახლა,უცხო კედლებში ზის ფერწასული,მის ფიქრებს ცრემლი მეგზურად ახლავს,ხოლო ამ ცრემლმა, ოხვრამ და კვნესამთვით გირეისაც მოულბო გული,მრისხანე ბატონს გაუფთხო რული,სიმშვიდეს ვეღარ პოულობს ვერსად.თვით ჰარამხანის მკაცრი კანონიცშერბილდა წმინდა ცრემლის წყალობით,ადრე ყველაფრის ნება რომ ჰქონდა,მოთოკილია ავი დარაჯიც,ვერ ეკარება მარიას ოთახს,ვერ იყურება ჭუჭრუტანაშიც,ვერც სარეცელზე აიყვანს იგი,როგორც მოითხოვს წესი და რიგი,აკრძალული აქვს, რომ ეჭვიანიდა ამაზრზენი მიაპყროს თვალი.მარიას უვლის მოხუცი ქალი,ისაა შემწე მისი იარის.და ხანიც თითქოს იმიტომ ცხოვრობს,რომ დაიფაროს სიმშვიდე მისი,ჰარამხანაში ისაა მხოლოდგანმარტოებულ ცხოვრების ღირსი.იქ დღე და ღამე იწვის სანთელი,ბევრი რამა აქვს ღმერთთან სათქმელიდა ღვთისმშობელის დიდი თვალებიგზას მიიკვლევენ ცისკენ წვალებით.იმ სიჩუმეში რწმენასთან ერთადცხოვრობს იმედიც უკეთეს დღეთა,ცრემლად იღვრება ნაზი ქალწული,ცრემლით ევსება წმინდა ემბაზი,როს მეტოქენი, წრეგადასულნი,იძირებიან გიჟურ ვნებაში.ის კი შესცქერის რიდით და კრძალვითხატს, გადარჩენილს ჯადოსნურ ძალით.ასეა ყველა გზააბნეულიც,ვისი ცხოვრების ცაც შეილახა,ბიწიეირების მსხვერპლად ქცეულიერთ ღვთიურ გრძნობას მაინც ინახავს.
უცებ დაღამდა და პირქუშ ციდანთავრიდის ველზე დაეშვა ჩრდილიდა ბნელში ჩაფლულ დაფნების მხრიდანბულბულის სტვენა მოესმა ტკბილი.მერე ვარსკვლავებს წამოჰყვა მთვარეც,შემოდგა ცაზე, ვით ოქროს ბუკი,და კვლავ გულუხვად ოთხივე მხარესმოჰფინა თავის ფერმკრთალი შუქი.პირახვეულნი თეთრი ჩადრებითდა უჩუმარნი, როგორც ლანდები,ბახჩისარაის მდუმარე ქუჩებსთათრის ქლები მოედნვნე უცებ:დობილს დობილთან სურს საუბარი,დრო უშოვია თავისუფალი.სასახლეს სძინავს. ჰარამხანასაცდასძინებია უშფოთევლ ძილით.დარაჯმა ყველა კარი ჩარაზა,მიდამოს ზვერავს ძაღლივით ფრთხილი.და წვება ისიც. სძინავს და ძილშიცათასნაირი ღალატის შიშისულს უწრიალებს: ხან უცხო ჩქამიდა ხან ჩურჩული ჩაესმის წამით,ხან კი ყვირილი. . . და ერთხელ კიდევმოტყუებული იღვიძებს იგი,აცახცაცებულ ხელს გულზე იდებს,ვერაფერს ამჩნევს საეჭვოს ირგვლივ.მხოლოდ შადრევნის კისკისი ისმის,ჩვეულებრივად კისკისებს ისიცდა, ვარდზე უღვთოდ შეყვარებული,ღამის ჩეროებს შეფარებული,გალობს ბულბული. . . და დაბნეულიკვლავ ძილს ნებდება მცველის სხეული.
კარგია ღამე აღმოსავლური,რა მდიდრულია და რა მაღალი!ცხოვრება ნახა მან საამური,წინასწარმეტყველს ვინც სცა თაყვანი.რა განცხრომაა მათ წყნარ სახლებში,მათ ეზოებში და მათ ბაღებში,მათ საიმედო ჰარამხანებში,სადაც ბატონობს მხოლოდ ალერსი,და სადაც დიდი მთავრის წყალობითგაჟღენთილია ყველა კუნჭულიდიადი ვნების სუთქვით, გალობით,იდუმალებით, თრთოლვით, ჩურჩულით!. . .
ყველა ცოლს სძინავს. ერთს ღვიძავს მხოლოდ.სუთქვაშეკრული წამოდგა იგი.მიდის. გამოსცდა წყვდიადის სოროს.საჭურისს სძინავს ამ ფარდის იქით.სძნავს ფხიზელი და მხდალი ძილითდა ღია პირში უბრწყინავს კბილი.ოხ, იქნებ ტყუის თვალთმაქცობს იქნებ!ქალი შეჩერდა. ძალ-ღონეს იკრებს.მაგრამ ვერ სძლია შიშმა სურვილიდა ქალიც უხმოდ მიდის, სულივით.
მის წინ კარია. მთრთოლვარე ხელითჩაბღუჯა ცივი საკეტი კარის.შევიდა. უთრთის სხეული მთელი.სახატე, სანთლის ცრემლებით სველი,და სიყვარულის სიმბოლო ჯვარი -დაუდგა თვალწინ და შეკრთა უცებ,გული რატომღაც სხვაგვარად უცემს.ქართველო ქალო, შენს სულშიც თითქოსრაღაც ნაცნობი და ახლობელიიღვიძებს ისევ, იბრძვის და ითხოვს,რომ გაიხსენო მხარე მშობელიდა დავიწყებულ დღეების ენითკვლავ ამეტყველდეს წარსული შენი.მის წინ ასული იწვა თავადის,ღაწვშეფაკლული ქალწულის ძილით,შუბლზე ეფინა წუხილის ჩრდილი,წამწამს ეკიდა ცრემლი მარადი.ყვავილი მოჩანს წვიმაში ასედამძიმებული წვიმის წვეთებით,თითქოს განგების იდუმალ ხმაზეჩამოფენილა შვილი ედემისდა ჰარამხანის საბრალო ტყვეზეცრემლი უღვრია ანგელოზური.მაგრამ ზარემას რა სურს? რას ეძებს?ასე ქურდულად აქ შემოსული.აი, იჩოქებს წელმოწყვეტილი,თითქოს ლოცულობს: ”იყავ კეთილიდა სათხოვარზე არ მიკრა ხელი!”ქალწული, წმინდა ცრემლებით სველი,იღვიძებს უცებ და უცქერს შიშითუცნობს, დაჩოქილს საწოლის ჩრდილში.გონს ვერ მოეგო ქალწული დიდხანს,მერე ჩაჰკიდა მთრთოლვარე ხელი,წამოაყენა და უთხრა: ”ვინ ხარ?აქ რას აკეთებ?” – ”შენა ხარ მხსნელიჩემი სიცოცხლის. შენთან მოვედი.შენა ხარ ახლა ჩემი იმედი.მე ბედინიერი ვიყავ ყოველთვის,სიხარუისგან ვერ ვიძინებდი,როდესაც სხვები იწვოდნენ შურით,მაგრამ დამთავრდა განცხრომის ჟამი,თაფლის მაგივრად შემასვეს შხამი.მე ვიღუპები. დამიგდე ყური:
შორსაა ჩემი მხარე მშობელი,მაგრამ სახებას გარდასულ დღეთამე ახლაც თითქოს თვალნათლივ ვხედავდა ის ცეცხლია, ჩაუქრობელი.მე მახსოვს მთბი ცად აზიდული,მდინარეებით სავსე ხევები,ტყე გაუვალი და დაბინდული,სხვა კანონები და სხვა ჩვევები.და ვერ მივმხვდარვარ, აქ რატომ ვცხოვრობ,რამ მომიყვანა, ზღვა მახსოვს მხოლოდდა კაცი ანძის თავზე გასული. . .ასეთი იყო ჩემი წარსული,შიში და სევდ და ცრემლის წვეთიარ არსებობდა იქამდე ჩემთვის.მერე აქა ვარ. ამ სიჩუმეშიმეც ვიწრთობოდი, როგორც ღუმელში,და ფიქრში ბროლის კოშკებს ვაგებდიდა სიყვარულის პირველ გაკვეთილსველოდებოდი დამჯერე გულით.ასრულდა კიდეც ჩემი სურვილი,ხანმა მოიკლა სისხლის წყურვილი,მობეზრდა ქროლვა ომების ქარშიდა ამქვეყნიურ განცხრომის ზღვაშიკვლავ ძველებურად ჩადგა ყელამდი.მეც სხვა ცოლებთან ერთად ვღელავდი,როცა ვეახლეთ. ნათელი თვალიმან მე მომაპყრო, უხილავ ძალითშემბოჭა თითქოს. მიხმო თავისთანდა იმის მერე, რაც დრო გავიდა,ერთად ვსუთქავდით ბედნიერებით.განუწყვეტელი ვნებით მთვრალებიარ დაიქანცნენ ჩვენი ხელებიხვევნით, ალერსით და ნეტარებით.ტრფიალი სპობდა ჩვენს შორის მანძილს,დახუნძლულ ტოტებს გვაწვდიდა ბედი,ცილისწამება, ეჭვი ან ღვარძლიარ არსებობდა აქამდე ჩვენთვის.შენ მოევლინე, მარია, ახლა,უცხო ასულო! და რაც შენ გნახა,მთლად შეიცვალა: ერთგული გუშინ,დღეს ჩემს სიძულვილს ატარებს გულში.აღარაფერი არ ესმის ჩემი,არც საუბარი, არც საყვედური,არც ცრემლთა დენა, არც გულის ცემა, -მთლი არსებით თითქოს მემდურის.შენ არ მიგიძღვის ამაში ბრალი,მაგრამ რად გინდა ცეცხლთან თამაში?დამიგდე ყური: არც ერთი ქალიარ შემედრება მე სილამაზით.საშიში მხოლოდ შენა ხარ ჩემთვის,მეტოქეობას შენ მიწევ ერთი,შენ მოგაჩეჩა ბედმა წერილიდა სატანჯველიც ჩემი ეს არის,მე ვნებებისთვის ვარ გაჩენილი,შენ კი ვერ შესძლებს ტრფიალს ჩემსავით.შენ სხვა ხარ. შენი ნაზი ფერებითვერ ისაზრდოებს ვნება მარადიდა შენი ცივი მშვენიერებითრატომ აღელვებ გულს მოღალატის?დათმე გირეი: ჩემია იგი,მისი ნაკოცნით მეწვის სხეული,სიცოცხლეს ვსვამდით ჩვენ ერთი ჭიქით,საშინელ ფიცით გადახვეულნი.მე მართლა მომკლავს მისი ღალატი. . .მე ვტირი. ხედავ? ვიჩოქებ კიდეცმე შენს წინაშე, რადგან ძალათივერ გაგამტყუნებ, მაღირსე კიდევძველი სიმშვიდე და სიყვარული,ძველი განცხრომა და სიხარული,კვლავ დამიბრუნე გირეი ძველი. . .უარი არ თქვა, არ მიკრა ხელი.ჩემია იგი. მხოლოდ დროებითშენ დააბრმავე და რითაც გინდაჩამოიშორე გირეი გზიდან:ზიზღით თუ თხოვნით, თუ სათნოებით.მაშ, შემომფიცე. . . (თუმცა ყურანმადა ჰარამხანის ტკბილმა ბურანმახელში სხვა რწმენა შემომაჩეჩა,მაგრამ იცოდე, რომ დედაჩემსაცის ღღმერთი სწამდა, შენ რომ გწამს გულით),ის დაიფიცე, რომ დამიბრუნებგირეის ისევ, როგორც ჩემი წყლულიგანიკურნება . . . მე კი მიგულეშენს უერთგულეს დად და დობილად.მაგრამ მისმინე: თუკი ზარემას . . .ოხ, კარგად იცის ხანჯლის ხმარებაკავკასიონის ახლოს შობილმა”.ეს თქვა და გაქრა. ხოლო მარიაშიშსა და თრთოლვას აუტანია.პირველად შესძრა ქალწულის სმენაასე მტანჯველი ვნებების ენამ.ხმა კი მის სულში ჩასახლდა თითქოს:უცნაური და საშიში თანაც.რა ეშველება? ვის უნდა ჰკითხოს?აღარც ლოცვისთვის არ შესწევს ძალა.რა ელოდება? ნუთუ ხასობადა შერცხვენილი ახალგაზრდობა?შეგინებული რწმენა, ღირსება?ოხ, ღმერთო! მაგრამ ხომ შეიძლება,რომ დაივიწყოს გირეიმ იგი,ანდა მტანჯველი დღეების რიგიშეწყდეს უეცრად? მაშინ კი გულითგაიხარებდა საბრალო მართლა,გამეფდებოდა სიშვიდე სრული,სიკვდილს ჩათვლიდა შვებად და მადლად.რა რჩება ანდა ამ ქვეყანაზე?მისთვის ხომ ყველა კარი ჩარაზეს?დროა! მას უკვე ელოდებიან, -სულები მხოლოდ ცაში ხვდებიან.
მარია მოკვდა ნათლით მოსილი,ობოლმა სული დალია მალედა იგი ახალ ანგელოზივითმიიღო დიდხანს ნანატრმა მხარემ.რამ ჩაიყვანა კუბოში ნეტავ?ამ უიმედო ტყვეობის სევდამ?ავადმყოფობამ თუ სხვა მიზეზმა?ერთი ცხადია, რომ დაისვენა.დაცარიელდა სასახლე ვრცელი,ისევ შეჰყარა გირემი ჯარი,ისევ მახვილზე დაიდო ხელი,ისევ ჩაიდგა მუხლებში ქარი,ისევ მოხვეტა ოქრო და ვერცხლი,ისევ მრისხანედ შეიკრა კოპი,გულში კი მაინც ღვიოდა ცეცხლიუსიხარულო და მწარე გრძნობის.დაბადებული მეზობლის ჭირად,სიკვდილს თესავდა ავი თარეშით,მაგრამ სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც ხშირადუშეშდებოდა ხმალი ჰაერში,გაფითრებული და დაბნეულიიხედებოდა უაზროდ ირგვლივ,უცახცახებდა მთელი სხეულიდა ბუტბუტებდა რაღაცას იგი,ეკარგებოდა ბრძოლის ხალისიდა შეშინებულ მეომრის დარად,გაუხეშებულ სახეზე ღვარადჩამოსდიოდა ცრემლი თავისით.
სევდა გამეფდა ჰარამხანაშიდა ბერდებოდა ცოლთა კრებული,სამარადისოდ დავიწყებული,შემყურე მარტო ავი დარაჯის.არ ჩანდა მხოლოდ ქართველი ქალი.შორს, კავკასიის ცისქვეშ გაჩენილს,რაც უნდა დიდი სდებოდა ბრალი,მაინც საზარი ერგო სასჯელი:შეიპყრეს იგი და სწორედ მაშინ,როცა მარიამ დალია სული,გადაისროლეს ლოდივით ზღვაშიდა კვლავ დუმილი გამეფდა სრული.რა მოაოხრა რუსთა სოფლებიდა კავკასიი ახლო მხარენიაავსო სისხლით და ქვრივ-ობლებით, -კვლავ მოტრიალდე თავრიდში ხანიდა ნიშნად ხსოვის და მწუხარების,დამშვენებული ჯვრითა და მთვარით, -აღამართვინა მან შადრევანი,მარადიული სევდის მტევანი,დღემდე რომ შერჩა წარწერის კვალი;დღემდე იმსხვრევა ფიქალზე წყალიცდა მარმალილოს აკვანში ელავს.მას დიდი გლოვის სიმბოოდ თვლიან,დიდი წუხილის. . . ასედაც ქვია:ცმრელის შადრევანს უწოდებს ყველა.
მე, რომ როგორც იქნა, მოვწყდი ჩრდილოეთს,გამოვექეცი მბრწყინავ ღვინოებსდა ვინახულე, წუხილის მგვრელი,ბახჩისარაის სასახლე ძველი.მე დავდიოდი იქ, სადაც წინათრისხვად წოდებულ ხანს ედო ბინა,და სადაც ყოველ თარეშის მერეღვინით იბანდა სისხლიან ხელებსდა ეძლეოდა განცხრომას ნეტარს.აქ თვალი დღესაც გარკვევით ხედავსძველი დიდების კვალსა და ნიშანს:ბაღის ბილიკზე ბრჭყვიალებს ქვიშა,სვეტს მოხვევია ყურძენი ფრთხილად,კედლიდან ოქრო მაცდურად ბრწყინავსდა მიკისკისებს ვარდებში წყალი,როგორც გამდნარი ბროლი თუ ლალი.მე ვინახულე ის ადგილები,სადაც უჩუმრად, როგორც ჩრდილები,დასეირნობდნენ ხანის ცოლებიიდუმალ ვნებით ანათრთოლები.მე სასაფლაოც ვნახე ხანისა,ბოლოს სადგური შლეგი ქარისა.საფლავის სვეტებს ედგათ ჩალმებიმარმარილოსი და ყველა სვეტიგარდუვალობას გლოვობდა ბედისდა წუთს - მიწასთან გამოსალმების.შეცოცებოდა ყველაფერს ხავსი,მარადიული ტანჯადა რულიდა მაინც ამით არ იყო სავსეიმ წუთას ჩემი მღელვარე გული:სუნთქვა ვარდბის და შადრევნებისთავდავიწყების მხვევდა ბურანშიდა მეც სასახლის ბინდში ვცურავდი,გარდასულ დღეთა კვალის მძებნელი.ბინდში კი კრთოდა სახება ქალის,ფრთოსან ჩრდილივით ფრთხილი და მხდალი.
ვინ იყო იგი, ჩუმი და ნაზი?ვის მიგზავნიდა, ნეტავ, ბურანი?ვისი აჩრდილი დამდევდა ასე,მარადიული და გარდუვალი?იქნებ მარიას სპეტაკი სულიგამომეცხადა შადრევნის მტვერში,ან იქნებ ეჭვის მტანჯველი წყლულითისევ ზარემა დაძრწოდა ბნელში. . .
ისევ მოვწყდები მუზის მწვერვალებს,გადავივიწყებ ყველა დიდებასდა ისევ შენკენ გამოფრინდება,სალგირო, ჩემი სული მღელვარე.ო, ჯადოსნურო მხრევ, თავიდანშეგსვამენ ჩემი ხარბი თვალები.ამ სურილს ვერსად დავემალები,მე უშენობას ვეღარ ავიტან.სიცოცხლით სუნთქავს მანდ ყველაფერი:ტყე თუ ქედები, ზღვა თუ აფრები. . .ფიქრში ჩაფლული სანაპირონი,ვენახის ქარვა და საფირონი,ზეცის სინაზე და შეთრთოლება,წყაროს სიგრილე და ხეთა ჩრდილიატყვევებს მგზავრის გულს და გონებას,როდესაც იგი უშფოთველ დილით,გულავსებული შვებით და ლხენით,ნაცნობ ბილიკებს მიჰყვება ცხენითდა აიუ-დაღს აწყდება წყალი.როგორც ქვესკნელის მრისხანე თვალი.

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი