პოეზია · ლირიკა
* * * სიცოცხლეში სიცოცხლეს რომ გამადლიან
სიცოცხლეში სიცოცხლეს რომ გამადლიან,გაოცებას აღარ იწვევს შენში...მხოლოდ მაშინ გაფასებენ სამართლიანკაცს, როდესაც ვეღარაფერს შეცვლი.არაფერი გაგეგება, რას ყვებიან,ჟამი მიდის უნუგეშოდ, მდორედ...მკვდარს პირდაპირ სამარეში ჩაგყვებიან,ცოცხალს არვინ შემოგხედავს თორემ!