↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღეს გიაური თუ ხოტბას ამბობს

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9126 ნახვა

—
დღეს გიაური თუ ხოტბას ამბობსსტამბოლზე, ხვალე ქუსლით სილაშიმთვლემარ გველივით გათელავს სტამბოლს,წავა, დასტოვებს სტამბოლს ავადმყოფს,ჩასძინებია საფრთხის წინაშე.
სტამბოლმა დაჰგმო ქადაგი თვისი;აღმოსავლური სიმართლე რისხვითჩანთქა მაღრიბმა, ძველ მუხანათმა,სტამბოლმა ცოდვილ სიტკბოებისთვისხმალს და ლოცას მთლად უღალატა.გადაჩვეულა ოფლის მღვრელ ომსაცდა ღვინით თვრება ვედრების დროსაც.
არა აქვთ რწმენა, წმინდა ალური;სასაფლაოდან ცოლები ქვეყნადგზავნიან ბებრებს. გზებით ფარულითბებრებს ჰარემში კაცები შეჰყავთ,და საჭურისი თვლემს მოქრთამული.
სტამბოლს არა ჰგავს არზრუმ მთიანი,ჩვენი არზრუმი მრავალგზიანი;ბილწი სიამე ვერ გვართობს, ვერა,და არ ამოგვაქვს ურჩი ფიალითგამრყვნელი ღვინო, ცეცხლი და ჟღერა.
ჩვენ ვმარხულობთ და სუსხის მთოველიწყურვილს გვიკლავენ მზა შადრევნები.ბრბო უშიშარი და უნდობელი -ომში მიჰქრიან ჩვენი მხედები;ჩვენი ჰარემი მიუწვდომელი -საჭურისები ერთგული მარადდა ცოლიანი სხედან მორჩილად წყნარად.
1830

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი