↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკუ-ღმართი რითმები

ჯავახაძე ვახტანგ

2018-10-121 წთ საკითხავი27131 ნახვა

—
ვერ გახლავართ გულადი და გოლიათი,მაინც უნდა გავიტანო ათი გოლი.რაკი აღარ იშოვება მუზარადი,საკუთარი მიცავს მეორადი მუზა.თუმცა აღარ მანებივრებს ზოდიაქო,ზოგიერთმა მაინც ჩემი აქო ზოდი.მეც მყავს ჩემი ავთანდილის ტარიელი,მეც მყავს ჩემი რამდენიმე ელიტარი.რაც არ უნდა დამიყაროთ საკენკები,ვერ წამიყვანთ კერპის ქანდაკებისაკენ.გამოვხშირე შავზე უშავესი სია -ინვერსიულ ვერსიათა სიავესი.არაფერი აღარ დამრჩა სანისიო,მაგრილებენ ალერსები სიოსანი.მეზარალა საიმედო ანაბრებიდა ჭაღებიც გამიყიდეს ბრებიანა.მემუქრება პატი ანდა მატი ანდაყაიმი და ნახევარი ანდამატი.დამესიზმრა უხილავი მესია დააქტეონის ქოფაკები დამესია.ამიხირდნენ სახიფათო მანიათაბარონი და ლიდერი და ატამანი.ამიტეხეს შარი ანუ შარამათი,გაიყარა ჩემი გზა და მათი შარა.მივატოვე ცამეტიდან ცამეტივე,დამემგზავრა მენავე და მეტივეცა.ერთხელ კიდევ დამიყარეს საკენკავიდა გამექცა რითმა კილოკავისაკენ,სადაც ყანწებს გადადიან მალაყებიდა რესტორანს აწერია: "ყირამალა".
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი