პოეზია · ლირიკა
გაზეთის მტრედი
იყიდება ჩემი წილი ძილიუხეირო ერთი ლექსის შექმნად.გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,თუ იპოვეთ, იქნებ ერთად შეკრათ.წინასწარ გიხდით მადლობას!თუ თქვენ აპირებთ დათრობასქართული ადათ-წესით,სასწრაფოდ ყანწი შესვით.ვცვლი ფერად სიზმრებსსაინტერესო ოცნებაში.ვამზადებ: თურქებს, არაბებს,მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში:ქართულში,ქართულში,ქართულში,ქართულში.ვარ გამოცდილი მეზღაპრე,შევიძენ ფანტასტიურ ამბებსდევებზე, ჯადოქრებსა და რაინდებზე.ვარჩენ იმედგაცრუებას,ვხსნი დაბღვერილ წარბებს,ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე.სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით,ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,ის დილით გავიდა სულის ოთახიდანოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებსდროული მოსვლისთვის.მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთსბულბული მგოსნისთვის.ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი _ორი წყვილის ერთად დაგვიანებითდა შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.იყიდება ყველაფერი ის,რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს.დამეკარგა ქარში ქალის თმა,თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა.გაიხედეთ გარეთ! ისევ წვიმსდა წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდადან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი.დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად,რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავიდა დაეცა მიწას, ვით ფოთოლი ხმელი,უფერო, უსულო განცხადების მთქმელი.