პოეზია · ლირიკა
ყველა განვლილი წამი ჩვენია!
მინდვრის ბოლოში ბრწყინავს მდინარემდინარის გაღმა ბრწყინავს კრამიტი,კრამიტს გადაღმა ბრწყინავს მყინვარიდა ყველაფერზე ბრწყინავს ამინდი.გლეხი კი მაინც არ მიდის არსად,სულში ჩასცქერის გადახნულ მინდორს –თავისი ვაშლის თუ ჭერმის მსგავსად,მიწაში ფესვი გაუდგამს თითქოს.1963წ