↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალმა თეთრეული გამოფინა

ნიშნიანიძე შოთა

2008-07-121 წთ საკითხავი24948 ნახვა

—
ქალმა თეთრეული გამოფინადა თოკზე სიზმარიც გადაჰკიდა,სიზმარი შეირხა და აფოფინაგასვლა მოინდომა ქალაქიდან.
თითქოს დასაჭერად დაედევნენ,უცებ პეპელასებრ აფახულდა,როგორც უხილავმა მანეკენმა,ტანზე გადაიცვა გაზაფხულმა.
ერთი აბლაბუდა პერანგია,ცისარტყელასავით ტანხატულა,ისეთი ცბიერი და ვერაგია,შიგ ბევრის მზე გახლართულა.
ქარმა აისრულა განზრახულიპერანგში შეძვრა და გაილურსა,სუსტი,კაფანდარა გაზაფხულიუცებ შემოდგომად დაიყუსა.
თოკზე სიზმარია გაკიდული,რძის და გაზაფხულის სურნელია,ყველა ფანჯარა და ცხრაკლიტულიკვირტივით დახსნის მსურველია.
მიფრინავ პერანგი რია-რიაფრთასავით მოქნეულ სახელოთი...ბევრისთვის მწარე სიზმარიადა ერთ-ერთს კეთილად ახდენოდეს.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი