პოეზია · ლირიკა
შუქი
ანდრო ბუაჩიძეს, «გადამტყდარი ლექსების» ავტორს
ქალაქის ქუჩებში ასობდნენ ბოძებსდა ბოძებს შორის ჭიმავდნენ ნერვებს.საღამოობით კი ნერვები იძაბებოდადა ქალაქში მოჰქონდა შუქი.აქეთ იდგა ნაყინის გუბე და იქით _ სისხლის.ნაყინის გუბეს ლოკავდა კატა,სისხლისას კი აშრობდა ქარი.ელნათურები _ აწოწილი და წელში მოხრილი პოეტები _ კიუჩუმრად იდგნენ და ქალაქის მწივანა ფერებსფართო თვალებით ჩასჩერებოდნენ.აქეთ ეყარა ნამსხვრევები ბოთლების და იქით _ ლექსების.ბოთლის ნამსხვრევებს მეეზოვე ქურთის ქალი ღიღინით ხვეტდადა ლექსისას ფანტავდა ქარი.კიდევ ერთი ნერვი ჩაწყდა რომელიღაც პოეტს სხეულშიდა რეზინისხელთათმნიანმა მუშებმა იგიმაღლა, ბოძებს შორის გააბეს.აქეთ იდგა ერთი ბოძი და მეორე _ იქით.ბოძებს შორის ეგდო დანა დაბოძების გასწვრივ შიშატანილი გარბოდა ქარი.ქალაქში თხრიდნენ ორმოებს დარგავდნენ ხეებს დამიცვალებულებს ასაფლავებდნენ.ქალაქში თხრიდნენ ორმოებს დაშიგ დაჟანგულ მავთულებს დამკვდარ ძაღლებს ყრიდნენ.ქალაქში პოეტს აგლეჯდნენ ნერვებს,კიდებდნენ ცაში,მას კი ქუჩაში ტოვებდნენ და ამადლიდნენღერ სიგარეტსა და ჭიქა არაყს.აქეთ იდო კბილი ნიორი და იქით პური.მაგიდაზე ობდებოდა ლექსები დაღრიჭოებში ძვრებოდა ქარი.ქალაქის ქუჩებში კი ისევ ისე ასობდნენ ბოძებსდა ბოძებს შორის ჭიმავდნენ ნერვებს.საღამოობით კი ნერვები იძაბებოდადა ქალაქში მოჰქონდა შუქი.